თამაზ მოლაშვილი სულხან მოლაშვილზე: 11 თვე C ჰეპატიტი ჰქონდა, არ თქვა ეგ, თორემ უფროსებს, ზევით ეწყინებათო. შემდეგ 11 თვე რომ გავიდა, ყველგან რომ მოედო დაავადება, მერე დაუწყეს მკურნალობა
თამაზ მოლაშვილი აცხადებს, რომ სულხან მოლაშვილს საპატიმროში 11 თვე C ჰეპატიტის დამალვას სთხოვდნენ, რათა „უფროსებს არ სწყენოდათ“, მკურნალობა კი დაგვიანებით დაიწყეს.

უნამუსობას და უსინდისობას საზღვარი არ აქვს, სპეციალურად დაბადებული უნდა იყო ეგეთად. 11 თვე C ჰეპატიტი ჰქონდა, არ თქვა ეგ, თორემ უფროსებს, ზევით ეწყინებათო და შემდეგ 11 თვე რომ გავიდა, ყველგან რომ მოედო დაავადება, მერე დაუწყეს მკურნალობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ სულხან მოლაშვილის მამამ თამაზ მოლაშვილმა.
მისივე თქმით, როდესაც სულხან მოლაშვილი მათიას იორშმა მოინახულა საპატიმროში მოლაშვილი ჩაიკეცა, რადგან მის საკანში არც ჰაერი იყო, არც მზე, არც წყალი და ფეხზე მდგომი ატარებდა მთელ დროს.
„სააკაშვილი რომ იძახის დადგმულიაო, ჩემი ბიძაშვილი იყო თუ მამიდაშვილი მათიას იორში რომ ჩამოვიდა და თქვა სულხან მოლაშვილი მაჩვენეთო. წაჰყვნენ ჩვენი მთავრობიდან ქალბატონები და რომ გაუღეს კარი სულხან მოლაშვილი ჩაიკეცა, რადგან ჰაერი არ შედიოდა იმასთან, მზე არ შედიოდა, წყალი არა და დასაჯდომი ადგილი არ იყო. აწვალებდნენ საწოლი რომ იყო ის აკეცილი, დამაგრებული ჰქონდათ, რომ ფეხზე უნდა მდგარიყო და ტანჯავდნენ“, - აღნიშნა თამაზ მოლაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„სააკაშვილი რომ იძახის დადგმულიაო, ჩემი ბიძაშვილი იყო თუ მამიდაშვილი მათიას იორში რომ ჩამოვიდა და თქვა სულხან მოლაშვილი მაჩვენეთო. წაჰყვნენ ჩვენი მთავრობიდან ქალბატონები და რომ გაუღეს კარი სულხან მოლაშვილი ჩაიკეცა, რადგან ჰაერი არ შედიოდა იმასთან, მზე არ შედიოდა, წყალი არა და დასაჯდომი ადგილი არ იყო. აწვალებდნენ საწოლი რომ იყო ის აკეცილი, დამაგრებული ჰქონდათ, რომ ფეხზე უნდა მდგარიყო და ტანჯავდნენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…