ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მეგი გოცირიძე „ნაცმოძრაობის“ მიერ ნაწამებ სულხან მოლაშვილზე: ციხიდან გამოსვლიდან 7 წლის შემდეგ მოკვდა ნარკოტიკებისაგან ჩამპალი ღვიძლის დაშლით

ნაციონალური მოძრაობა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში სულხან მოლაშვილის შესახებ სკანდალურ განცხადებას აქვეყნებს და ეხმიანება ირმა სოხაძესა და მიხეილ სააკაშვილს შორის დაწყებულ დაპირისპირებას.

მეგი გოცირიძე „ნაცმოძრაობის“ მიერ ნაწამებ სულხან მოლაშვილზე: ციხიდან გამოსვლიდან 7 წლის შემდეგ მოკვდა ნარკოტიკებისაგან ჩამპალი ღვიძლის დაშლით
მეგი გოცირიძე „ნაცმოძრაობის“ მიერ ნაწამებ სულხან მოლაშვილზე: ციხიდან გამოსვლიდან 7 წლის შემდეგ მოკვდა ნარკოტიკებისაგან ჩამპალი ღვიძლის დაშლითიმედინიუსი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მეგი გოცირიძე, წინა ხელისუფლების მიერ ციხეში ნაწამები სულხან მოლაშვილის შესახებ წერს, რომ „ნარკოტიკებისგან ჩამპალი ღვიძლის დაშლით“ გარდაიცვალა.

გოცირიძე ეხმიანება ოპოზიციონერ მომღერალ ირმა სოხაძესა და პატიმარ მიხეილ სააკაშვილს შორის დაწყებულ დაპირისპირებას და სოხაძეს „უტიფარ ქოცალას“, მის მეუღლეს კი, რომელიც სულხან მოლაშვილის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, „ჩამპალ ნარკომანს“ უწოდებს.

„უტიფარმა ქოცალა ლამაზმანმა გვიპასუხა: კი იყო ჩემი ქმარი ჩამპალი ნარკომანი, უკორუმპირებულესი მოლაშვილის მოადგილე, (რომელიც ციხიდან გამოსვლიდან 7 წლის შემდეგ მოკვდა ნარკოტიკებისაგან ჩამპალი ღვიძლის დაშლით), მაგრამ ჩემი ქმარი სუფთა იყო და არ ყოფილა დაჭერილიო.

პ.ს. არცა შალიკოს სანქვირებულ რუსულ უბორნიაში მუშაობდი წლების მანძილზე პროპაგანდონებთან ერთად, არცა კონვერტირებულ რუსულ რუბლებს იღებდი ხელფასის სახით, არცა საპროცესო ყოფილა შენს სუფთასთან, ჩვენ გამოვიგონეთ, არცა ჩემთან გამოგიგზავნია კაცი ჩასაწყობად, არცა კიბიდან დაგორებულა, მე გამოვიგონე , ქოცალ“, - წერს მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 2004 წელს სულხან მოლაშვილმა მისი წამებისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტზე მიმართა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, რომელმაც 2014 წელს დაადასტურა, რომ მოლაშვილი მართლაც იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„უტიფარმა ქოცალა ლამაზმანმა გვიპასუხა: კი იყო ჩემი ქმარი ჩამპალი ნარკომანი, უკორუმპირებულესი მოლაშვილის მოადგილე, (რომელიც ციხიდან გამოსვლიდან 7 წლის შემდეგ მოკვდა ნარკოტიკებისაგან ჩამპალი ღვიძლის დაშლით), მაგრამ ჩემი ქმარი სუფთა იყო და არ ყოფილა დაჭერილიო. პ.ს. არცა შალიკოს სანქვირებულ რუსულ უბორნიაში მუშაობდი წლების მანძილზე პროპაგანდონებთან ერთად, არცა კონვერტირებულ რუსულ რუბლებს იღებდი ხელფასის სახით, არცა საპროცესო ყოფილა შენს სუფთასთან, ჩვენ გამოვიგონეთ, არცა ჩემთან გამოგიგზავნია კაცი ჩასაწყობად, არცა კიბიდან დაგორებულა, მე გამოვიგონე , ქოცალ“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სააკაშვილი: ირმა სოხაძე ამტკიცებს, წინა რეჟიმი აუტანელი იყოო. ამოვიდა ყელში ამ ტიპის თავდასხმის ატანა. სოხაძის მეუღლე გახდა სულხან მოლაშვილის მოადგილე, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოლაშვილი დაიჭირეს და სოხაძის ქმარიც თან მიაყოლეს, ამიტომ ვიყავით მისთვის აუტანელიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები