პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თორნიკე მოლაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაზე": ესენი აქამდე უნდა აკრძალულიყვნენ

ნაციონალური მოძრაობა

ყოფილი პოლიტპატიმარი თორნიკე მოლაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აქამდე უნდა აკრძალულიყო და პარტია არა მხოლოდ პოლიტიკიდან, არამედ საქართველოდანაც უნდა მოშორდეს.

ყოფილი პოლიტპატიმარი, სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე მოლაშვილი "დებატების" ეთერში თავისი ოჯახის მძიმე წარსულს იხსენებს.

მოლაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" უნდა მოშორდეს არა მხოლოდ პოლიტიკიდან, არამედ ქვეყნიდანაც.

"ნაციონალურ მოძრაობას" მოვუწოდებ, ხალხს ყელში ნუ ამოუყვანეს! ხალხი პატივს სცემს მთავრობას. ეს ზღვაში წვეთია, ჩვენ რაც ვილაპარაკეთ, ეს ზღაპარია, რასაც ახლა ჩვენ ვყვებით, ბომბები კიდევ გარეთ არის - მიუხედავად ასეთი მძიმე სიუჟეტებისა, ზღვაში წვეთია, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ.

ისეთი სისასტიკეები, იმდენი სიცოცხლე აქვთ დაღუპული, იმდენი ცრემლი აქვთ დაღვრილი მეუღლეების, ბავშვების, დედებისა და მამების.

მამაჩემს 88 წლის ხდება 8 ნოემბერს და ისევ ყოველ ღამე ტირის. მიუხედავად ამისა, ერთი ადამიანი "ნაციონალური მოძრაობიდან" არ გამოსულა და არ უთქვამს, "მაპატიეთ", რაღაც გადაცდომა იყოო... ერთი ადამიანი არ გამოსულა. რაღაც დაზეპირებულ ტექსტებს კითხულობენ.

ბატონმა სოზარმა ყველაფერი კარგად იცის, თავისი თვალით ხედავდა ყველაფერს, ხალხს რასაც უშვრებოდნენ. ხმა ამოიღო და ეგრევე დაუპირისპირდნენ.

ესენი უნდა ჩამოვაშოროთ ტელევიზორებს და საერთოდ ამათი ბუნდღი აღარ უნდა იყოს პოლიტიკაში და საქართველოში... ესენი აქამდე უნდა აკრძალულიყვნენ", - აცხადებს თორნიკე მოლაშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გლდანის ციხე იყო ამქვეყნიური ჯოჯოხეთი, რაც იქ ხდებოდა, არცერთ მძაფრ სიუჟეტიან ფილმში არ არის ასახული - ეს ყველაფერი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში იგეგმებოდა - ყოფილი პოლიტპატიმარი, რატი მაისურაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები