ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით. როგორც ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება

სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა, მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს უპასუხა. თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, სააკაშვილი ციხეში კომფორტულ გარემოში იმყოფება, მაშინ როცა მისი მმართველობისას პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ, მათ შორის სულხან მოლაშვილს.

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით. როგორც ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება
თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით. როგორც ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრებარუსთავი 2

სულხან მოლაშვილის ძმა მიხეილ სააკაშვილს პასუხობს. თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რომელიც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ.

მოლაშვილი სააკაშვილის გამოქვეყნებულ Facebook-სტატუსს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ხანდახან მასაც მოერევა სიბრაზე და ბევრი რამ ახსენდება წარსულიდან. მისივე თქმით, სააკაშვილი პატიმრობაში კომფორტულ გარემოშია, მაშინ, როცა წარსულში პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ.

მისივე თქმით, მას ბრაზი მაშინ გადაუვლის, როდესაც ხედავს, "როგორი დემოკრატიაა ამ ქვეყანაში და რა დონეზეა დაცული ადამიანის და ასევე სააკაშვილის მსგავსი მანქურთების უფლებები".

"არ ვუპასუხებდი ამ შიზოიდს, უთვისტომო და უშინაარსო ადამიანის მსგავს წარმონაქმნს სერიოზულად, მაგრამ ხანდახან მეც მომერევა ხოლმე სიბრაზე და და ბევრი რამ მახსენდება წარსულიდან. ზის მშვენივრად გარემონტებულ საკანში, კარგს ჭამს და სვამს, პაემნები არ აკლია, ზარები, ინფორმაცია, ადვოკატები, გაგრილება და გათბობა. სქროლავს, პოსტავს, გვაგინებს, გვლანძღავს და გვემუქრება.

დიახ, ასეთი დემოკრატია ავაშენეთ ამ ქვეყანაში და ასეთ დონეზეა დაცული ყველას უფლება. დავწერდი, ადამიანის უფლებები მეთქი, მაგრამ ეს ხომ ადამიანი არ არის - როგორც თავში აღვნიშნე, უთვისტომო და უშინაარსო მანქურთია... არადა, ამ დროს ამ მანქურთმა სულ სხვა რამ დაიმსახურა. დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით. დაიმსახურა ისეთი მოპყრობა, როგორც ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს. ისეთი ბოლოც დაიმსახურა, როგორც სულხანს დაასრულებინეს სიცოცხლე მისი ბრძანებით და როგორც ბევრს, უდანაშაულოს...

მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება. ჰოდა ბრაზი მაშინ გადამივლის ხოლმე, როდესაც ვხედავ, როგორი დემოკრატიაა ამ ქვეყანაში და რა დონეზეა დაცული ადამიანის და ასევე სააკაშვილის მსგავსი მანქურთების უფლებები. ამ ყველაფერს საზოგადოებაც ხედავს და კარგია, რომ სწორ დასკვნებს აკეთებს.

P.S. მანქურთო სააკაშვილო, ეჭვი არ შეგეპაროს, რომ ბიძინა ივანიშვილის ზოოპარკში ყველა ცხოველი, ფრინველი თუ მცურავ/მცოცავი შენზე ბევრად ღირსეული, თავმოყვარე და სუფთაა, მათ ის მაინც იციან რა ჯიშისანი არიან და რა ქვიათ - შენგან განსხვავებით”, - აცხადებს მოლაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“ვერაფრით ვერ დავეთანხმები სააკაშვილის შეფასებებს სულხან მოლაშვილზე” – შალვა ნათელაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები