პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფინეთის პრემიერი EU-ს შესთავაზებს, რომ რუსეთის მოქალაქეებს ტურისტული ვიზა აღარ მისცენ

ფინეთის პრემიერ-მინისტრი პეტერი ორპო ევროკავშირს შესთავაზებს, რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზების გაცემა შეწყდეს, რადგან მისი თქმით, ევროპაში რუსული საბოტაჟის მოწყობის რისკი არსებობს.

ფინეთის პრემიერი EU-ს შესთავაზებს, რომ რუსეთის მოქალაქეებს ტურისტული ვიზა აღარ მისცენ
ტაბულა

ფინეთის პრემიერმინისტრის, პეტერი ორპოს თქმით, აპირებს, რომ ევროკავშირის ლიდერებს რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზის გაცემის შეწყვეტა შესთავაზოს.

ორპომ Yle-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ამ წინადადებას შემდეგ კვირას დაგეგმილ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე წარადგენს.

"ევროპული საბჭოს შემდეგი კვირის შეხვედრაზე კონკრეტულ ზომას წარვადგენ - რუსებისთვის ევროპაში სამოგზაუროდ ტურისტული ვიზების გაცემის შეწყვეტაზე. [...] გვეშინია, რომ რუსეთი ევროპაში საბოტაჟის მოწყობას შეეცდება. მაშინ, რატომ ვრთავთ რუსებს ნებას, რომ აქ ტურისტებად მოვიდნენ და თავისუფალი გადაადგილების ნება რატომ ვრთავთ?" - თქვა ორპომ.

ორპო ასევე დიზელის საწვავზე რუსეთისა და აშშ-ს შეთანხმებას გამოეხმაურა და მას "საშინელი იმედგაცრუება" უწოდა. მისივე თქმით, ევროპამ უფრო აქტიურად უნდა იმოქმედოს და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები მიიღოს.

ფინეთის პრემიერის თქმით, შეთანხმებით გათვალისწინებული საწვავის მოცულობა აშშ-ს მოხმარების მხოლოდ მცირე ნაწილს მოიცავს და ჯერჯერობით უცნობია, მოხერხდება თუ არა მისი სრულად მიწოდება.

"არ ვფიქრობ, რომ ამ შეთანხმებას საბოლოოდ აშშ-ს ან მსოფლიოს ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება". - თქვა ორპომ.

ცნობისთვის, ფინეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზის გაცემა 2022 წელს შეწყვიტა, 2023 წლიდან კი რუსეთსა და ფინეთს შორის სახმელეთო გამშვები პუნქტები დაკეტილია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიფინეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირს შესთავაზებს, შეწყდეს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა
  2. ფორმულაოპოზიციურიფინეთის პრემიერ-მინისტრი EU-ს შესთავაზებს შეწყდეს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ევროპული საბჭოს შემდეგი კვირის შეხვედრაზე კონკრეტულ ზომას წარვადგენ - რუსებისთვის ევროპაში სამოგზაუროდ ტურისტული ვიზების გაცემის შეწყვეტაზე. [...] გვეშინია, რომ რუსეთი ევროპაში საბოტაჟის მოწყობას შეეცდება. მაშინ, რატომ ვრთავთ რუსებს ნებას, რომ აქ ტურისტებად მოვიდნენ და თავისუფალი გადაადგილების ნება რატომ ვრთავთ?“
„არ ვფიქრობ, რომ ამ შეთანხმებას საბოლოოდ აშშ-ს ან მსოფლიოს ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება“
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მედია: ევროკავშირში განიხილავენ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები