ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

ფინეთის პრემიერ-მინისტრი EU-ს შესთავაზებს შეწყდეს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ ევროპულ ქვეყნებს რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რადგან მისი განცხადებით, რუსეთი ევროპის ტერიტორიაზე დივერსიული აქტივობების განხორციელებას ცდილობს.

ფინეთის პრემიერ-მინისტრი EU-ს შესთავაზებს შეწყდეს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა
ფინეთის პრემიერ-მინისტრი EU-ს შესთავაზებს შეწყდეს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემაფორმულა

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა, შეწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა.

ორპოს განცხადებით, აღნიშნული ზომის მიზანია ევროპის უსაფრთხოების გაძლიერება და რუსეთისგან მომდინარე საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლა. მისი თქმით, საკითხს ევროპული საბჭოს სხდომაზე დააყენებს.

"ერთ-ერთი კონკრეტული ზომა, რომელსაც მომავალ კვირას ევროპული საბჭოს შეხვედრაზე შევთავაზებ ყველას, არის ის, რომ ევროპამ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეწყვიტოს.

ჩვენ გვეშინია, რომ რუსეთი ევროპის ტერიტორიაზე დივერსიული აქტივობების განხორციელებას ცდილობს. რატომ ვუშვებთ მათ ევროპის ტერიტორიაზე ტურისტების სახით, სადაც მათ თავისუფლად გადაადგილება შეუძლიათ", - განაცხადა ორპომ.

ფინეთმა რუსი ტურისტების შესვლა, მათ შორის შენგენის ზონის სხვა ქვეყნებში ტრანზიტი 2022 წლის 30 სექტემბრიდან შეზღუდა. 2023 წლის ივლისში შეზღუდვები განუსაზღვრელი ვადით გაახანგრძლივეს.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა სექტემბერში განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ გაამკაცრონ შენგენის ზონაში რუსი დიპლომატების გადაადგილებაზე კონტროლი, აკრძალონ ვიზების გაცემა რუსეთის ყოფილი მებრძოლებისთვის და შეამცირონ რუსეთის მოქალაქეებისთვის გაცემული ტურისტული ვიზების რაოდენობა. ევროკავშირმა რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებისთვის ვიზების აკრძალვის მექანიზმი სანქციების 21-ე პაკეტში შეიტანა, თუმცა თავად აკრძალვა ჯერ ძალაში არ შესულა.

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ ასევე გააკრიტიკა რუსეთ-ამერიკის შეთანხმება დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ და მას დიდი იმედგაცრუება უწოდა. ორპოს შეფასებით, შეთანხმებამ შესაძლოა არსებითი გავლენა არ იქონიოს ამერიკის ან მსოფლიო ბაზარზე.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეუთანხმდა, რომ რუსეთი ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის.

ტრამპის თქმით, რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს 300 000 ტონაზე მეტ დიზელს, ნოემბერში დამატებით 500 000 ტონას, ხოლო ამის შემდეგ კიდევ მილიონ ტონას.

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ტრამპმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ზელენსკიმ მისი რამდენიმე თხოვნა უგულებელყო, შეეწყვიტა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ტრამპს და მის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს, განუცხადა რომ მზად არის რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეწყვიტოს, თუ რუსები დარტყმებს შეწყვეტენ უკრაინულ ელექტროსადგურებზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ერთ-ერთი კონკრეტული ზომა, რომელსაც მომავალ კვირას ევროპული საბჭოს შეხვედრაზე შევთავაზებ ყველას, არის ის, რომ ევროპამ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეწყვიტოს. ჩვენ გვეშინია, რომ რუსეთი ევროპის ტერიტორიაზე დივერსიული აქტივობების განხორციელებას ცდილობს. რატომ ვუშვებთ მათ ევროპის ტერიტორიაზე ტურისტების სახით, სადაც მათ თავისუფლად გადაადგილება შეუძლიათ“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?