ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროპაში ომის რეალური მიზეზი რუსეთია - უკრაინა მზადაა შეწყვიტოს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, თუ რუსეთი შეწყვეტს ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეწყვიტოს, თუ მოსკოვი მათ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შეტევას შეაჩერებს, თუმცა პუტინს ამის გაკეთება არ სურს.

უკრაინა მზად იქნება შეწყვიტოს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ “ტელეგრამ” არხზე განაცხადა.
მისი თქმით, ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმების შეჩერება შესაძლებელია, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამის გაკეთებას არ აპირებს.
„ევროპაში ომის რეალური მიზეზი რუსეთი და მხოლოდ რუსეთია. ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმების შეჩერება დღეს უკვე შესაძლებელია, მაგრამ პუტინს ამის გაკეთება არ სურს. უკრაინა მზად იქნება შეწყვიტოს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, თუ რუსეთი შეწყვეტს ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს. დეესკალაციისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი უნდა იყოს ორმხრივი და თან ახლდეს რეალური გარანტიები“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ევროპელ ლიდერებთან დიალოგი დღესაც გაგრძელდება:
„ყოველდღიურად ვახდენთ ჩვენი ქმედებების სხვადასხვა დონეზე კოორდინირებას და ვმუშაობთ თავდაცვის დამატებით პაკეტებზე, ძირითადად საჰაერო თავდაცვასა და საბრძოლო თვითმფრინავებისთვის საბრძოლო მასალაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი ინფორმაციით, მხოლოდ ამ კვირაში რუსებმა უკრაინის წინააღმდე დაახლოებით 1 450 საჰაერო ბომბი, სხვადასხვა ტიპის 75 რაკეტა და 1 640-ზე მეტი თავდასხმის დრონი გამოიყენეს, რომელთა დაახლოებით 60% რეაქტიული ძრავით იყო აღჭურვილი.
ციტატები სტატიიდან
„ევროპაში ომის რეალური მიზეზი რუსეთი და მხოლოდ რუსეთია. ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმების შეჩერება დღეს უკვე შესაძლებელია, მაგრამ პუტინს ამის გაკეთება არ სურს. უკრაინა მზად იქნება შეწყვიტოს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, თუ რუსეთი შეწყვეტს ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს. დეესკალაციისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი უნდა იყოს ორმხრივი და თან ახლდეს რეალური გარანტიები“
„ყოველდღიურად ვახდენთ ჩვენი ქმედებების სხვადასხვა დონეზე კოორდინირებას და ვმუშაობთ თავდაცვის დამატებით პაკეტებზე, ძირითადად საჰაერო თავდაცვასა და საბრძოლო თვითმფრინავებისთვის საბრძოლო მასალაზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.