პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი მზად არის, დროებით შეაჩეროს დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, თუ პარტნიორები ქვეყანას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტებით უზრუნველყოფენ

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი მზადაა დროებით შეაჩეროს იერიშები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, თუ პარტნიორები უკრაინას Patriot-ის რაკეტებით უზრუნველყოფენ ან მოსკოვი უკრაინის ენერგოსისტემაზე თავდასხმებს შეწყვეტს.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი მზად არის, დროებით შეაჩეროს დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, თუ პარტნიორები ქვეყანას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტებით უზრუნველყოფენ
იმედინიუსი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კიევი მზად არის, დროებით შეაჩეროს დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, თუ პარტნიორები ქვეყანას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტებით უზრუნველყოფენ.

ზელენსკის თქმით, მან ეს საკითხი დონალდ ტრამპსა და მის გუნდთან შეხვედრებზე რამდენჯერმე განიხილა.

„ჩვენ მკაფიოდ განვმარტეთ: არ შეგვიძლია პასუხის გარეშე დავტოვოთ შემთხვევები, როდესაც რუსეთი თავს ესხმის ჩვენს ენერგეტიკას, კლავს ჩვენს მოქალაქეებს და დარტყმებს აყენებს ელექტრო- და გაზის ინფრასტრუქტურას თუ ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებს. თუ გსურთ, რომ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშები შევაჩეროთ, მათაც უნდა შეწყვიტონ ჩვენს ენერგოსისტემაზე თავდასხმა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ მეორე ალტერნატივად Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საჭირო რაკეტების მოწოდება დაასახელა და ხაზი გაუსვა, რომ კიევი ამ შეიარაღების შეძენას საკუთარი სახსრებითაც გეგმავს.

„ჩვენ ვიპოვით თანხებს, საუბარი მხოლოდ უფასო დახმარებაზე არ არის. მოგვაწოდეთ ეს პაკეტი, ზამთრის პაკეტი და ჩვენ გადავიხდით. თუნდაც ერთი თვით მოგვეცით, სამი თვით კი არა. თუ გსურთ, რომ ერთი თვის განმავლობაში მათ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დავარტყათ, მოგვეცით Patriot-ის რაკეტები ერთი თვის მარაგით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. UNIAN · Telegramნეიტრალური„მოგვეცით Patriot ერთი თვით“: ზელენსკიმ ტრამპს რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შეჩერების პირობა წაუყენა
  2. რუსთავი 2სამთავრობოზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეაჩეროს, თუ ვაშინგტონი კიევს Patriot-ის სისტემისთვის რაკეტებს მიაწვდის
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ მკაფიოდ განვმარტეთ: არ შეგვიძლია პასუხის გარეშე დავტოვოთ შემთხვევები, როდესაც რუსეთი თავს ესხმის ჩვენს ენერგეტიკას, კლავს ჩვენს მოქალაქეებს და დარტყმებს აყენებს ელექტრო- და გაზის ინფრასტრუქტურას თუ ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებს. თუ გსურთ, რომ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშები შევაჩეროთ, მათაც უნდა შეწყვიტონ ჩვენს ენერგოსისტემაზე თავდასხმა“
„ჩვენ ვიპოვით თანხებს, საუბარი მხოლოდ უფასო დახმარებაზე არ არის. მოგვაწოდეთ ეს პაკეტი, ზამთრის პაკეტი და ჩვენ გადავიხდით. თუნდაც ერთი თვით მოგვეცით, სამი თვით კი არა. თუ გსურთ, რომ ერთი თვის განმავლობაში მათ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დავარტყათ, მოგვეცით Patriot-ის რაკეტები ერთი თვის მარაგით“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდება შესაძლოა რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები