ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ვიქონიოთ ღვთისგან ლოცვა-კურთხევა" - პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ლიტურგიის აღვლენის შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართეს და მოუწოდეს, არ მოიხიბლონ ამქვეყნიური სიკეთეებით და ახსოვდეთ მარადიული ღირებულებები.

"ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ვიქონიოთ ღვთისგან ლოცვა-კურთხევა" - პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა
"ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ვიქონიოთ ღვთისგან ლოცვა-კურთხევა" - პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინარუსთავი 2

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა. საკვირაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, შიო მესამემ მრევლს ქადაგებით მიმართა და სიკეთის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ჩვენი ღვთისმოშიში ცხოვრებით, მხურვალე ლოცვებით მოვიზიდოთ ყოველ ჩვენ საქმეზე და წამოწყებაზე ღვთის ლოცვა-კურთხევა. ამიტომაც ამბობს უფალი იესო ქრისტე თავის სახარებაში, რომ "უჩემოდ არ შეგიძლიათ არაფერი."

ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ვიქონიოთ ღვთისგან ლოცვა-კურთხევა, მით უმეტეს, რომ არ მოითხოვს დიდ შრომას, რომ მივმართოთ უფალს, პირჯვარი გადავისახოთ და ვთქვათ: "უფალო, მიკურთხე ეს საქმე, დამლოცე ეს საქმე."

ჩვენც როდესაც მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, ეს არ გახდეს მთავარი ჩვენთვის ამ ცხოვრებაში, არამედ არ მივეჯაჭვოთ გულით, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული სიკეთეები, ზეციური სიკეთეები, სიკეთეები, რომელიც ღმერთმა განუმზადა თავის მოყვარულ ადამიანებს.

რა სიკეთეებია ეს, ძვირფასო ძმებო და დებო? - ეს არის მკვდრეთით აღდგომა, ეს არის სხეულის უხრწნელობა და ჩვენი უხრწნელობა ადამიანის, ეს არის ანგელოზებთან ერთობა, მთავარანგელოზებთან ზეიმი და ღმერთთან მარადიული სიხარული და ცხოვრება, რისი ღირსიც, დაე, გავმხდარიყავით ჩვენ," - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ჩვენი ღვთისმოშიში ცხოვრებით, მხურვალე ლოცვებით მოვიზიდოთ ყოველ ჩვენ საქმეზე და წამოწყებაზე ღვთის ლოცვა-კურთხევა. ამიტომაც ამბობს უფალი იესო ქრისტე თავის სახარებაში, რომ "უჩემოდ არ შეგიძლიათ არაფერი." ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ვიქონიოთ ღვთისგან ლოცვა-კურთხევა, მით უმეტეს, რომ არ მოითხოვს დიდ შრომას, რომ მივმართოთ უფალს, პირჯვარი გადავისახოთ და ვთქვათ: "უფალო, მიკურთხე ეს საქმე, დამლოცე ეს საქმე." ჩვენც როდესაც მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, ეს არ გახდეს მთავარი ჩვენთვის ამ ცხოვრებაში, არამედ არ მივეჯაჭვოთ გულით, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული სიკეთეები, ზეციური სიკეთეები, სიკეთეები, რომელიც ღმერთმა განუმზადა თავის მოყვარულ ადამიანებს. რა სიკეთეებია ეს, ძვირფასო ძმებო და დებო? - ეს არის მკვდრეთით აღდგომა, ეს არის სხეულის უხრწნელობა და ჩვენი უხრწნელობა ადამიანის, ეს არის ანგელოზებთან ერთობა, მთავარანგელოზებთან ზეიმი და ღმერთთან მარადიული სიხარული და ცხოვრება, რისი ღირსიც, დაე, გავმხდარიყავით ჩვენ,“
შიო მესამემ
„ჩვენც როდესაც მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, ეს არ გახდეს მთავარი ჩვენთვის ამ ცხოვრებაში, არამედ არ მივეჯაჭვოთ გულით, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული სიკეთეები, ზეციური სიკეთეები, სიკეთეები, რომელიც ღმერთმა განუმზადა თავის მოყვარულ ადამიანებს. რა სიკეთეებია ეს, ძვირფასო ძმებო და დებო? - ეს არის მკვდრეთით აღდგომა, ეს არის სხეულის უხრწნელობა და ჩვენი უხრწნელობა ადამიანის, ეს არის ანგელოზებთან ერთობა, მთავარანგელოზებთან ზეიმი და ღმერთთან მარადიული სიხარული და ცხოვრება, რისი ღირსიც, დაე, გავმხდარიყავით ჩვენ,“
შიო მესამემ
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
"ქრისტიანის სიყვარული უნდა აღემატებოდეს ჩვეულებრივ სიყვარულს და ყველა ადამიანზე ვრცელდებოდეს, მათ შორის მტრებზეც" - კათოლიკოს-პატრიარქის საკვირაო ქადაგებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები