პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ერისკაცებსაც იგივე მოეთხოვებათ, რაც მონაზვნებს - ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთნაირი სიბრძნისმოყვარეობა და სწრაფვა სულიერებისკენ, სიწმინდისკენ - პატრიარქი

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის შემდეგ ქადაგებისას აღინიშნა, რომ ერისკაცებსაც იგივე მოეთხოვებათ, რაც მონაზვნებს და ყოველ ადამიანს ერთნაირი სწრაფვა მართებს სიწმინდისკენ.

კათოლიკოს პატრიარქმა, სამების საკათედრო ტაძარში დღეს წირვა აღავლინა.

საკვირაო ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, შიო მესამემ მრევლს ქადაგებით მიმართა და რწმენის, სულიერი სიმტკიცის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ერისკაცებსაც იგივე მოეთხოვებათ, რაც მონაზვნებს, ყველა ადამიანი უნდა ავიდეს ერთი და იგივე სიმაღლეზე. სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ჩვენ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად - არამც და არამც.

როგორც ამბობს პავლე მოციქული, ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთნაირი სიბრძნისმოყვარეობა და სწრაფვა სულიერებისკენ, სიწმინდისკენ.

ვეცადოთ, ყველანაირად შევასრულოთ ღვთის ნება. ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი საქმით ვადიდოთ ღმერთის ყოვლადწმინდა სახელი. ამინ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ", - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სამების ტაძარში დღეს საყოველთაო ნათლობის 75-ე ეტაპი ჩატარდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები