პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შიო lll: “ვეცადოთ, რომ ყველანაირად შევასრულოთ ღვთის ნება, ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი საქმით ვადიდოთ ღმერთის ყოვლადწმინდა სახელი“

სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიისას შიო მესამემ ანგარებიან შიშზე იქადაგა და მრევლს მოუწოდა, ყველანაირად ეცადონ ღვთის ნების შესრულებას.

შიო lll: “ვეცადოთ, რომ ყველანაირად შევასრულოთ ღვთის ნება, ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი საქმით ვადიდოთ ღმერთის ყოვლადწმინდა სახელი“
POSTV

პატრიარქმა ქადაგებისას ანგარებიან შიშზე ილაპარაკა და მრევლს ამ შიშისგან გათავისუფლება ურჩია. შიო მესამე სადღესასწაულო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში უძღვებოდა.

დღესვე სამების ტაძარში საყოველთაო ნათლობის 75-ე ეტაპი გაიმართება. პატრიარქის ნათლულები გახდებიან ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და მომდევნო შვილები.

„წაკითხული იყო სახარებიდან ეპიზოდი უფალი იესო ქრისტეს მიერ ეშმაკეულის განკურნებაზე. ბოროტი სულები მიხვდნენ რა, რომ დადგა დასასრული ამ საწყალ კაცზე ბატონობის, სთხოვეს უფალს, რომ ნება მიეცა ღორების კოლტში შესულიყვნენ. ეს ღორების კოლტი გადაეშვა კლდიდან წყალში და დაიღუპა. როცა მიიღო ეს ძალაუფლება, სხვა ვერაფერი მოიფიქრა, გარდა იმისა, რომ ეს საწყალი პირუტყვი დაეღუპა. მითუმეტეს, სძულს ადამიანი და რომ ჰქონდეს შესაძლებლობა, ზუსტად ასე მოექცეოდა. ქალაქის მცხოვრებლებმა ეს რომ გაიგეს, უფალთან შესახვედრად გამოვიდნენ და სთხოვეს, რომ შორს წასულიყო მათი ქალაქიდან. ფიქრობდნენ, ისედაც რამდენი ზარალი ვნახეთ ღორების კოლტის დაღუპვით, როცა შემოვა, რაღას იზამსო. ეს არის ანგარებიანი შიშის მაგალითი.

ასეთი რამ ხდება, როდესაც ადამიანს ეშინია, თავის სულში შემოუშვას ღმერთი. როდესაც ადამიანი ასე დაჟინებით მოითხოვს, რომ მისი შინაგანი სულიერი სამყარო არაფერმა შეაწუხოს, მაშინ ძალიან ემსგავსება გადარინელებს, რომლებმაც უფალს სთხოვეს, რომ მათ ქალაქს მოშორებოდა. ვეცადოთ, რომ ყველანაირად შევასრულოთ ღვთის ნება, ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი საქმით ვადიდოთ ღმერთის ყოვლადწმინდა სახელი“, – განაცხადა შიო მესამემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოშიო მესამე: ვეცადოთ ყველანაირად შევასრულოთ ღვთის ნება, ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი საქმით ვადიდოთ ღმერთის ყოვლადწმინდა სახელი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პატრიარქი - სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად - არამც და არამც! - ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთნაირი სიბრძნისმოყვარება და სწრაფვა სულიერებისკენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები