პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

შიო მესამემ საკვირაო ქადაგებისას მრევლს მოუწოდა, ამქვეყნიური სიკეთეებით არ მოიხიბლონ, ეს ცხოვრებაში მთავარი არ გახდეს და ყოველთვის მარადიული, ზეციური სიკეთეები ახსოვდეთ.

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები
იმედინიუსი

როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს მთავარი ჩვენთვის ამ ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები, - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ საკვირაო ქადაგებისას.

მან სახარებიდან ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც მოციქულებმა ბევრი თევზი დაიჭირეს, თუმცა ყველაფერი დაუტევეს და მაცხოვარს გაჰყვნენ.

„სახარება მოგვითხრობს, რომ მოციქულები პეტრე, იაკობი და იოანე, მთელი ღამე თევზაობდნენ, მაგრამ ვერაფერი დაიჭირეს. როდესაც მათ იესო ქრისტეს ლოცვა-კურთხევით მოისროლეს ბადე, იმდენი თევზი მოიმწყვდიეს, რომ ბადეები იხეოდა და ორივე ნავი ისე აავსეს, რომ ლამის იძირებოდნენ. როდესაც მოციქულებმა ასეთი დიდი შემოსავალი მიიღეს, არ მოიხიბლნენ ამ სიმდიდრით, არ მიეჯაჭვნენ გულით ამ მატერიალურ სიკეთეებს, არამედ მიატოვეს ყველაფერი და შეუდგნენ უფალს. ესეც დიდი მაგალითია, რომ როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ჩვენთვის ამ ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები. მრავალი ადამიანი დიდხანს შრომობს, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევს და უკვირთ, რა არის ამის მიზეზი. გვავიწყდება ღმერთი, ყოველი საქმის დაწყების წინ ღმერთს ვთხოვოთ ამ საქმეზე ლოცვა კურთხევა, მივანდოთ ეს საქმე“, - განაცხადა პატრიარქმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობო"ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ვიქონიოთ ღვთისგან ლოცვა-კურთხევა" - პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პატრიარქი შიო III: ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავლით ვერავინ ვერ იხეირებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები