პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს, რადგან რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე იერიშები გააგრძელა. მისი თქმით, შეზღუდვები მოხსნილია.

უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს
ფორმულა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15 ოქტომბერს Financial Time-სთან ინტერვიუში განცხადა, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარყტმებს განაახლებს.

"შეზღუდვა (ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შესახებ) მოხსნილია. ამით დავასრულეთ", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპის მიერ ენერგეტიკული ზავის გამოცხადების შემდეგ, უკრაინამ მართლაც შეაჩერა თავდასხმები, თუმცა, რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე თავდასხმები გააგრძელა - ამ დროს კი, უკრაინა რუსული ბალისტიკური რაკეტების გამოშვების შესახებ აშშ-ის წინასწარი მონაცემების გარეშე დარჩა.

ამასთან, შეფერხდა Starlink-ის მუშაობა, რაც ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, არ იყო გარკვეული ტექნიკური პრობლემებით გამოწვეული.

Reuters Financial Times-ზე დაყრდნობით წერს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე გააკრიტიკა ვაშინგტონის მზაობა, მოსკოვთან საქმიანი გარიგება დადოს და აშშ-ის პრეზიდენტ დონალად ტრამპის მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ გამოხატული აშკარა სიმპათია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოზელენსკის განცხადებით, უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს
  2. რუსთავი 2სამთავრობოზელენსკის განცხადებით, უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს - Financial Times
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიუკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურივოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს
  5. ბათუმელებიოპოზიციურიუკრაინა განაახლებს დარტყმებს რუსეთის ნავთობის ქარხნებზე – ზელენსკი
  6. ფორმულაოპოზიციურიზელენსკი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშების განახლებას აანონსებს
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკი: დეესკალაციისკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯი ორმხრივი უნდა იყოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები