ნიკოლოზ მეტრეველი Wolt-ის რეკლამაში Kordz-ის მონაწილეობაზე: როგორც მომხმარებელს მაქვს არჩევანის უფლება, ბოიკოტს ვუცხადებ. ირჩევ ადამიანს, რომლის გამონათქვამებიც "ქართული ოცნების" ამომრჩეველმა შეურაცხყოფად აღიქვა, შემდეგ ეუბნები ფული ჩვენთან დახარჯეთო
ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი საკურიერო კომპანია Wolt-ის რეკლამაში მუსიკოს Kordz-ის მონაწილეობას ეხმიანება და კომპანიას ბოიკოტს უცხადებს. მისი თქმით, იმ ადამიანის სარეკლამო სახედ არჩევა, რომლის საჯარო გამონათქვამებიც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა შეურაცხყოფად აღიქვა, და შემდეგ იმავე აუდიტორიისთვის სერვისის შეთავაზება არასწორი მარკეტინგული ნაბიჯია.

ყოჩაღ, Wolt! ნამდვილად ორიგინალური მარკეტინგია - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, მუსიკოს Kordz-ის მონაწილეობას საკურიერო კომპანია Wolt-ის რეკლამებში.
მისი თქმით, თუ მომხმარებლის პოლიტიკური არჩევანი Wolt-ს სასაცილოდ ეჩვენება, არც ის უნდა გაუკვირდეს, თუ იმ მომხმარებელს შემდეგ აპლიკაციის წაშლაც არ დაეზარება.
"ჯერ სარეკლამო კამპანიის სახედ ირჩევ ადამიანს, რომლის საჯარო გამონათქვამებიც "ქართული ოცნების" ამომრჩეველმა მძიმე შეურაცხყოფად აღიქვა, შემდეგ კი იმავე ადამიანებს ეუბნები: აბა, ახლა ჩვენი აპლიკაცია გახსენით და ფული ჩვენთან დახარჯეთ.
პოლიტიკური შეხედულება ყველას საკუთარი აქვს და უნდა ჰქონდეს. მაგრამ როდესაც მასობრივ მომხმარებელზე დამოკიდებული კომპანია ასეთ სარეკლამო არჩევანს აკეთებს, მეც, როგორც მომხმარებელს, მაქვს არჩევანის უფლება. შესაბამისად, ჩემთვის საკითხი მარტივად გადაწყდა: Wolt-ს ბოიკოტს ვუცხადებ და მის მომსახურებას აღარ გამოვიყენებ. ეს არც ტრაგედიაა და არც რთული გადაწყვეტილება, საქართველოში საკვების მოტანის სხვა სერვისებიც არსებობს.
Wolt-ს კი ერთ პატარა მარკეტინგულ რჩევას უფასოდ დავუტოვებ: თუ მომხმარებლის პოლიტიკური არჩევანი სასაცილოდ გეჩვენება, ნუ გაგიკვირდება, თუ იმ მომხმარებელს შემდეგ შენი აპლიკაციის წაშლაც არ დაეზარება", - წერს მეტრეველი სოციალურ ქსელში.
ციტატები სტატიიდან
„ამომრჩეველმა მძიმე შეურაცხყოფად აღიქვა, შემდეგ კი იმავე ადამიანებს ეუბნები: აბა, ახლა ჩვენი აპლიკაცია გახსენით და ფული ჩვენთან დახარჯეთ. პოლიტიკური შეხედულება ყველას საკუთარი აქვს და უნდა ჰქონდეს. მაგრამ როდესაც მასობრივ მომხმარებელზე დამოკიდებული კომპანია ასეთ სარეკლამო არჩევანს აკეთებს, მეც, როგორც მომხმარებელს, მაქვს არჩევანის უფლება. შესაბამისად, ჩემთვის საკითხი მარტივად გადაწყდა: Wolt-ს ბოიკოტს ვუცხადებ და მის მომსახურებას აღარ გამოვიყენებ. ეს არც ტრაგედიაა და არც რთული გადაწყვეტილება, საქართველოში საკვების მოტანის სხვა სერვისებიც არსებობს. Wolt-ს კი ერთ პატარა მარკეტინგულ რჩევას უფასოდ დავუტოვებ: თუ მომხმარებლის პოლიტიკური არჩევანი სასაცილოდ გეჩვენება, ნუ გაგიკვირდება, თუ იმ მომხმარებელს შემდეგ შენი აპლიკაციის წაშლაც არ დაეზარება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.