ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

თბილისში, "დელტას" ქარხანაში ხანძარია

თავდაცვის სამინისტრო

თბილისში, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, რომელიც ამჟამად ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

თბილისში, "დელტას" ქარხანაში ხანძარია
თბილისში, "დელტას" ქარხანაში ხანძარიაBM.GE

თბილისში, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" ქარხანაში ხანძარია.

როგორც BMG-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამჟამად ადგილზე მუშაობენ.

სამსახურში დამატებით დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.

ცნობისთვის, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო საწარმოა. მისი ძირითადი საქმიანობა სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულების ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის შექმნა, წარმოება და მოდერნიზაციაა.

განახლება: ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?