ირაკლი ტაბლიაშვილი: მთელი მსოფლიო რომ ახტეს და დახტეს... ყველა რომ დაეთანხმოს ტრამპს!.. პირი რომ შეკრან!.. დახმარება რომ შეუწყვიტონ! უკრაინა მაინც გაიმარჯვებს!
არანაირი კავშირი-კორელაცია არაა რუსეთის გადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვასა და ამერიკელი ფერმერებისათვის დიზელის ფასის გაძვირებაში! აშშ დღემდე ყიდის 6 000 000 ტონა დიზელს ყოველთვიურად! დიზელის ფასი იმიტომაა ძვირი, რომ ნავთობის ფასია დიდი! ნავთობი კი იმიტომაა ძვირი, რომ ვერ მოგვარდა ჰორმუზის სრუტის პრობლემა!
ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი:
უკრაინა არ დამარცხდება კი არადა, გაიმარჯვებს!
მთელი მსოფლიო რომ ახტეს და დახტეს... ყველა რომ დაეთანხმოს ტრამპს!.. პირი რომ შეკრან!.. დახმარება რომ შეუწყვიტონ! უკრაინა მაინც გაიმარჯვებს!
როგორ? - არ ვიცი!
×××
რაც შეეხება ტრამპის ბილო განცხადებას!
შეუძლებელია გამართლება!
არანაირი კავშირი-კორელაცია არაა რუსეთის გადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვასა და ამერიკელი ფერმერებისათვის დიზელის ფასის გაძვირებაში! აშშ დღემდე ყიდის 6 000 000 ტონა დიზელს ყოველთვიურად! დიზელის ფასი იმიტომაა ძვირი, რომ ნავთობის ფასია დიდი! ნავთობი კი იმიტომაა ძვირი, რომ ვერ მოგვარდა ჰორმუზის სრუტის პრობლემა!
ახალი პრეზიდენტი უკრაინას ვერ ეყოლება! რომც ჰყავდეს, ის არ იქნება ზელენსკიზე რბილი - არც ზალუჟნი, არც ფედოროვი და არც ბუდანოვი არ არიან რუსეთთან მოლაპარაკების კი არა, დანებების მომხრეები!
ტრამპის განცხადებები მიუღებელია!
თუმცა, შეგახსენებთ რაც აქვს ნათქვამი... რომ ნეთანიაჰუს აგინა! ანუ... განა არ დაეთანხმა, არამედ - აგინა! და იმ ნაგინებ ნეთანიაჰუსთან ერთად დაიწყო ოპერაცია ირანში!
ნათქვამი აქვს ისიც, რომ მადუროსთან შეთანხმდა... და 3 დღეში მადურო აწკაპნა!
ეს სტრატეგია თუ ტაქტიკა... ტროლაობა თუ მიდგომა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია... სულ მინიმუმ იმიტომ, რომ მაბნევს უშუალოდ მეც!
ამავე დროს, ვკითხულობ - როგორ ბომბავს უკრაინა რუსულ ნავთობქარხნებს სატელიტიდან ამერიკული "ნავოდკის" გარეშე?! ანუ - ეს შესაძლებელია? მაგალითად ომსკის ქარხანა როგორ დაიბომბა?
ასევე - ტრამპს უნდა ირანის პრობლემის მოგვარება ახლავე და რუსეთის фсб - შნიკმა ლიდერმა, ჩანს, აღუთქვა, რომ დაეხმარება! რეალურად რუსეთი ვერ დაეხმარება აშშ-ს...
ტრამპს ირანის პრობლემის მოგვარება უნდა არჩევნებამდე! რესპუბლიკელები კარგავენ უპირატესობას კი არა, მარცხდებიან გარდაუვლად!.. ტრამპს ეს უკიდურესად არ უნდა!
ზელენსკი არის გმირი!
დამოუკიდებლად იმისა, რას იტყვის ტრამპი ან ღვთისმეტყველი ვინმე... სახელად დონალდი!
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.