ტრამპი აცხადებს, რომ საწვავის ფასების ზრდას უკრაინის მიერ რუსეთზე დარტყმები იწვევს და არა ირანთან ომი
დონალდ ტრამპის განცხადებით, საწვავის ფასების ზრდას უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვა იწვევს და არა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება ან ირანთან დაპირისპირება.

„ბენზინის ფასს მაღლა უკვე აღარ წევს ჰორმუზის სრუტე, რადგან ახლა თითქმის ყოველდღიურად გამოდის ბარელების რეკორდული რაოდენობა, არამედ სიტყვა „ქარხნები“, როცა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს უკრაინა აფეთქებს“, — განაცხადა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
ტრამპმა, რომლის რესპუბლიკური პარტიაც მომავალ თვეში აშშ-ის შუალედურ არჩევნებში კონგრესზე კონტროლის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას, ბრალი ასევე დააკისრა, მისი თქმით, ოპონენტი დემოკრატების მიერ მართულ შტატებში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დახურვას.
ტრამპმა 13 სექტემბერს განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა შეწყვიტოს „რუსეთში დიზელის დეფიციტის შექმნა“.
„ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს. მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის წარმოების მწყობრიდან გამოყვანა. ის იწვევს დიზელის დეფიციტს. ეს არ არის დაკავშირებული
ახლო აღმოსავლეთთან. ეს ხდება იმის გამო, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის ტრიალებს“, განაცხადა ტრამპმა.
ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ომის დაწყების შემდეგ თეირანმა საპასუხოდ დაკეტა ჰორმუზის სრუტე, რომლის გავლითაც ომამდე მსოფლიო საწვავის მეხუთედი გადიოდა.
ჩაკეტვამ გამოიწვია მიწოდების შეფერხება, რასაც მოჰყვა ნავთობის ფასის ზრდა.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ბოლო პერიოდში უკრაინამ გაააქტიურა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვა, რასაც საწვავის კრიზის მოჰყვა რუსეთში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ინტერპრესნიუსიდონალდ ტრამპი - რაც ბენზინის ფასების ზრდას იწვევს, უკვე ჰორმუზის სრუტე აღარ არის, არამედ „ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები“, რომლებსაც რუსეთში უკრაინა აფეთქებს, ლურჯ შტატებში კი მათ „დემოკრატები“ ხურავენ
- რუსთავი 2ტრამპის განცხადებით, ბენზინზე ფასები ამჯერად არა ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარების არამედ უკრაინის მხრიდან რუსული ნავთობგადამამუშავებელ ქარხნების აფეთქების გამო იზრდება
- იმედინიუსიტრამპი: ბენზინის ფასების ზრდას უკვე აღარ განაპირობებს ჰორმუზის სრუტე, არამედ სიტყვა „გადამამუშავებელი ქარხნები“, სადაც რუსულ ობიექტებს უკრაინა აფეთქებს
ციტატები სტატიიდან
„ბენზინის ფასს მაღლა უკვე აღარ წევს ჰორმუზის სრუტე, რადგან ახლა თითქმის ყოველდღიურად გამოდის ბარელების რეკორდული რაოდენობა, არამედ სიტყვა „ქარხნები“, როცა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს უკრაინა აფეთქებს“
„ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს. მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის წარმოების მწყობრიდან გამოყვანა. ის იწვევს დიზელის დეფიციტს. ეს არ არის დაკავშირებული ახლო აღმოსავლეთთან. ეს ხდება იმის გამო, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის ტრიალებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…