ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ხარისხთან კავშირი არა აქვს" - "თბილღვინოს" პრეზიდენტი რუსეთის მიერ დაწესებულ აკრძალვაზე

რუსეთმა საქართველოდან ალკოჰოლური და მინერალური სასმელების შეტანა აკრძალა. „თბილღვინოს“ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ აკრძალვას ხარისხთან კავშირი არ აქვს და კომპანიისთვის ზარალი დიდი არ იქნება, რადგან რუსული ბაზარი კომპანიის გაყიდვებში 3%-ს არ აღემატება.

"ხარისხთან კავშირი არა აქვს" - "თბილღვინოს" პრეზიდენტი რუსეთის მიერ დაწესებულ აკრძალვაზე
"ხარისხთან კავშირი არა აქვს" - "თბილღვინოს" პრეზიდენტი რუსეთის მიერ დაწესებულ აკრძალვაზერადიო თავისუფლება

ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ აკრძალვის შესახებ 9 ოქტომბერს შეიტყო, როდესაც კოლეგებმა "როსპოტრებნადზორის" განცხადების ტექსტი გაუგზავნეს; მაგრამ მისთვის ჯერ ეს ისევ "ახალი ამბავია" და ბევრი რამ ჯერ ისევ ბუნდოვანია; ასე მაგალითად: ეკრძალება თუ არა კომპანიას ყველა დასახელების ღვინის გატანა ანდა რა ბედი ელის უკვე შეტანილ ღვინოს.

“[როსპოტრებნადზორის] განცხადების საფუძველზე უნდა შეწყდეს რეალიზაცია ქვეყნის შიგნით, მაგრამ ხდება თუ არა ეს ჯერჯერობით ნამდვილად არ ვიცით…

გვახსოვს 2006 წლის ემბარგო და მაშინ რუსეთიდან ჩვენი პროდუქცია უკან არ დაბრუნებულა”, - გვეუბნება მარგველაშვილი.

სავაჭრო ქსელების ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსული მედია წერს, რომ აკრძალული ქართული პროდუქცია დახლებიდან იხსნება.

“თბილღვინოს” ხელმძღვანელის თანახმად, ამჯერად, კომპანიისთვის ზარალი დიდი არ იქნება, რადგან, მთლიანობაში, კომპანიის გაყიდვებში “რუსეთის ბაზარი 3%-ს არ აღემატება” და ძირითადი ორიენტირი ახლა ევროპული ქვეყნები და სწრაფად განვითარებადი ბაზრებია.

მარგველაშვილის "არასრული ჩამონათვალით", ამჟამად “თბილღვინოს” პროდუქცია იყიდება შემდეგ ქვეყნებში: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, უკრაინა, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, სკანდინავიის ქვეყნები, კანადა, ყაზახეთი, ბელარუსი, კორეა, იაპონია, ჩინეთი.

“დიდ ბრიტანეთში, ბოლო რამდენიმე წელია, ყველაზე მოთხოვნადი ქართული ღვინო ვართ”, - ეუბნება თბილღვინოს პრეზიდენტი რადიო თავისუფლებას.

გიორგი მარგველაშვილი ყოველთვის მკაფიოდ უჭერდა მხარს საქართველოს ევროპულ არჩევანს.

10 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა საქართველოდან ალკოჰოლური და მინერალური სასმელების შეტანა აკრძალა. მიზეზად “ფიზიკურ-ქიმიურ მაჩვენებლებთან და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამობა” დასახელდა.

წინასწარი ინფორმაციით, როსპოტრებნადზორმა აკრძალვა დააწესა - მინერალურ წყალ “ნაბეღლავსა” და საქართველოში წარმოებულ “კოკა-კოლაზე”; ასევე - „თელიანი ველის“, „თბილღვინოსა“, „ვაინმენის“, „ასკანელი ძმებისა“ და „ქართული ლუდის კომპანიის“პროდუქციაზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„[როსპოტრებნადზორის] განცხადების საფუძველზე უნდა შეწყდეს რეალიზაცია ქვეყნის შიგნით, მაგრამ ხდება თუ არა ეს ჯერჯერობით ნამდვილად არ ვიცით… გვახსოვს 2006 წლის ემბარგო და მაშინ რუსეთიდან ჩვენი პროდუქცია უკან არ დაბრუნებულა“
„დიდ ბრიტანეთში, ბოლო რამდენიმე წელია, ყველაზე მოთხოვნადი ქართული ღვინო ვართ“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა - ჩამონათვალიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები