რუსეთმა ქართული წარმოების ღვინის და არაალკოჰოლური სასმლის ნაწილის იმპორტი დროებით შეზღუდა - RBC
რუსეთის მარეგულირებელმა უწყებამ როსპოტრებნადზორმა ქართული ღვინის, კონიაკის, ლუდის, მინერალური წყლის და არაალკოჰოლური სასმელების ნაწილის იმპორტი და ბრუნვა დროებით შეზღუდა.

რუსული მედიის თანახმად, რუსეთის მარეგულირებელმა ქართული სასმელების (ღვინის და არაალკოჰოლური სასმლის) ნაწილის იმპორტი და გაყიდვა დროებით აკრძალა. როგორც RBC შესაბამის დოკუმენტსა და წყაროზე დაყრდნობით წერს, გადაწყვეტილება როსპოტრებნადზორმა მიიღო - სახელმწიფო უწყებამ, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ ზედამხედველობაზეა პასუხისმგებელი.
გამოცემა წერს, რომ მარეგულირებელმა გამოავლინა გაყიდვისთვის აკრძალული სასმელები, რომლებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ორგანოლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური და უსაფრთხოების მაჩვენებლების მიხედვით.
"დოკუმენტის თანახმად, ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ქვეყანაში დროებითი სანიტარიული ღონისძიება ამოქმედდა, რაც გულისხმობს იმ პროდუქციის იმპორტისა და ქვეყნის ტერიტორიაზე ბრუნვის შეჩერებას, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ორგანოლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური და უსაფრთხოების მაჩვენებლების მიხედვით",- წერია სტატიაში.
კერძოდ, RBC წერს, რომ აკრძალვა შეეხო შემდეგ პროდუქტებს:
„თელიანის ველის“ წარმოების ღვინო;
„თბილღვინოს“ წარმოების ღვინო;
„ასკანელი ძმების“ წარმოების ღვინო და კონიაკი;
„ვაინმენის“ წარმოების ღვინო;
„საქართველოს ლუდის კომპანიის“ წარმოების ლუდი;
საქართველოში წარმოებული გაზიანი უალკოჰოლო სასმელი - Coca-Cola;
„ჰელსი უოთერის“ მიერ წარმოებული მინერალური წყალი „ნაბეღლავი“.
გამოცემა ასევე წერს, რომ მაისში უწყებამ ბაზარზე აღმოაჩინა სომხური ალკოჰოლური პროდუქცია, რომელიც სავალდებულო მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა, რის შემდეგაც რუსეთში მისი რეალიზაციის შეჩერების განკარგულება გასცა. შეზღუდვები შეეხო სომხეთის სამ მწარმოებელს: VEDI-ALCO-ს, აბოვიანის კონიაკის ქარხანასა და ღვინისა და კონიაკის სახლ „შაჰნაზარიანს“. აპრილში როსპოტრებნადზორმა ასევე შეაჩერა სომხური მინერალური წყლის, „ჯერმუკის“ (Jermuk), ცალკეული პარტიების იმპორტი და რეალიზაცია ჯანმრთელობისთვის შესაძლო საფრთხის გამო.
BMG საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა, სადაც საკითხზე ინფორმირებულნი არ არიან. ასევე, ვცდილობთ დამატებითი ინფორმაციისთვის შესაბამის კომპანიებს დავუკავშირდეთ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- TV პირველირუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა - ჩამონათვალი
- ტაბულარუსული მედია: რუსეთი საქართველოდან გარკვეული სასმელების იმპორტს კრძალავს
- TV პირველი"სია გაფართოვდება" - მამუკა ფიფია ამბობს, რომ რუსეთი სხვა ქართულ კომპანიებსაც აუკრძალავს ქვეყანაში იმპორტს
- ფორმულარუსეთი საქართველოდან გარკვეული სასმელების იმპორტს კრძალავს
- TV პირველი„თბილღვინოს“ დირექტორის პირველი კომენტარი რუსეთის მიერ ქართულ კომპანიებზე დაწესებულ აკრძალვაზე
- ნეტგაზეთირუსეთში „ნაბეღლავის“, რამდენიმე ქართული ღვინის და კოკა-კოლის იმპორტი აიკრძალა – მედია
- ალიარუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა – ჩამონათვალი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…