პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა – ჩამონათვალი

რუსეთის ფედერაციამ ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აკრძალვა შეეხება რამდენიმე ცნობილ ქართულ კომპანიას და სანიტარულ ღონისძიებებს უკავშირდება.

რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა – ჩამონათვალი
ალია

რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ფედერალური ზედამხედველობის სამსახურის წერილზე დაყრდნობით აქვეყნებს.

bpn-ის ცნობით, აკრძალვა შეეხებათ შემდეგ კომპანიებს:

„თელიანი ველი“;

„თბილღვინო“;

„ძმები ასკანელები“;

„ვაინმენი“;

„ქართული ლუდის კომპანია“;

„კოკა-კოლა“;

„ნაბეღლავი“.

დოკუმენტი 9 ოქტომბრითაა დათარიღებული და წერია, რომ „შემოღებულია დროებითი სანიტარული ღონისძიება რუსეთის ფედერაციაში საკვები პროდუქტების იმპორტისა და მიმოქცევის შეჩერების მიზნით“

მათ მიერ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნულია, რომ საბაჟო კავშირის ტექნიკური რეგლამენტის „სურსათის უვნებლობის შესახებ“ მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკვები პროდუქტები, რომლებიც არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის ან საბაჟო კავშირის სხვა მოთხოვნებს, რომლებიც მათზე ვრცელდება, ექვემდებარება მიმოქცევიდან ამოღებას ეკონომიკური ოპერატორის მიერ დამოუკიდებლად ან საბაჟო კავშირის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ბრძანებით: „თუ დადგინდება ამ წერილში მითითებული შესაბამისი საკვები პროდუქტების არსებობა, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოთ ზომები მათი მიმოქცევიდან ამოსაღებად“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
ოპოზიციური 7
  1. TV პირველიოპოზიციურირუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა - ჩამონათვალი
  2. BM.GEოპოზიციურირუსეთმა ქართული წარმოების ღვინის და არაალკოჰოლური სასმლის ნაწილის იმპორტი დროებით შეზღუდა - RBC
  3. ტაბულაოპოზიციურირუსული მედია: რუსეთი საქართველოდან გარკვეული სასმელების იმპორტს კრძალავს
  4. TV პირველიოპოზიციური"სია გაფართოვდება" - მამუკა ფიფია ამბობს, რომ რუსეთი სხვა ქართულ კომპანიებსაც აუკრძალავს ქვეყანაში იმპორტს
  5. ფორმულაოპოზიციურირუსეთი საქართველოდან გარკვეული სასმელების იმპორტს კრძალავს
  6. TV პირველიოპოზიციური„თბილღვინოს“ დირექტორის პირველი კომენტარი რუსეთის მიერ ქართულ კომპანიებზე დაწესებულ აკრძალვაზე
  7. ნეტგაზეთიოპოზიციურირუსეთში „ნაბეღლავის“, რამდენიმე ქართული ღვინის და კოკა-კოლის იმპორტი აიკრძალა – მედია
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კობახიძე რუსეთის მიერ ქართული კომპანიების ნაწარმის იმპორტის აკრძალვაზე: იმედი გვაქვს გადაწყვეტილება შეიცვლებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები