ირაკლი კობახიძე: ოპოზიციაში არის რადიკალური ნაწილი, რომლისთვისაც მისაღებია, რაც შეიძლება, მეტი პატიმრის ყოფნა სასჯელაღსრულების სისტემაში, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები არიან მხილებული ძალიან მძიმე დანაშაულებში, მზად ვართ, მივიღოთ ჰუმანური გადაწყვეტილება. თუ იქნება სინანული, აღიარება, მონანიება, დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ძალადობრივი ქმედებებისთვის მსჯავრდებული პატიმრების სისტემაში ყოფნას ემხრობა. მისი თქმით, სინანულისა და მონანიების შემთხვევაში ხელისუფლება მზადაა ჰუმანური გადაწყვეტილება მიიღოს.

ოპოზიციაში არის რადიკალური ნაწილი, რომლისთვისაც მისაღებია, რაც შეიძლება, მეტი პატიმრის ყოფნა სასჯელაღსრულების სისტემაში. ვგულისხმობ იმ პატიმრებს, რომლებიც ძალადობრივი ქმედებებისთვის იხდიან სასჯელს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის მათი დღის წესრიგი, რადიკალიზმისთვის ურჩევნიათ იყოს მეტი პატიმარი.
„ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები არიან მხილებული ძალიან მძიმე დანაშაულებში, ჩვენ მზად ვართ, რომ თითოეულ მათგანთან მიმართებით მივიღოთ ჰუმანური გადაწყვეტილება. თუ იქნება სინანული, აღიარება, მონანიება, ამ შემთხვევაში ეს ადამიანები დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას. ამ ადამიანების მიზანი არის რადიკალიზმი, პოლარიზაცია, ესკალაცია, ჩვენი მიზანია სიმშვიდის განმტკიცება ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- პირველი არხიირაკლი კობახიძე – ოპოზიციაში არის რადიკალური ნაწილი, რომლისთვისაც მისაღებია რაც შეიძლება მეტი პატიმრის ყოფნა სასჯელაღსრულების სისტემაში
- რუსთავი 2პრემიერი: ოპოზიციაში არის რადიკალური ნაწილი, რომლისთვისაც მისაღებია რაც შეიძლება მეტი პატიმრის ყოფნა სასჯელაღსრულების სისტემაში, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები არიან მხილებული ძალიან მძიმე დანაშაულებში, მზად ვართ, მივიღოთ ჰუმანური გადაწყვეტილება
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები არიან მხილებული ძალიან მძიმე დანაშაულებში, ჩვენ მზად ვართ, რომ თითოეულ მათგანთან მიმართებით მივიღოთ ჰუმანური გადაწყვეტილება. თუ იქნება სინანული, აღიარება, მონანიება, ამ შემთხვევაში ეს ადამიანები დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას. ამ ადამიანების მიზანი არის რადიკალიზმი, პოლარიზაცია, ესკალაცია, ჩვენი მიზანია სიმშვიდის განმტკიცება ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…