ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერი: ოპოზიციაში არის რადიკალური ნაწილი, რომლისთვისაც მისაღებია რაც შეიძლება მეტი პატიმრის ყოფნა სასჯელაღსრულების სისტემაში, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები არიან მხილებული ძალიან მძიმე დანაშაულებში, მზად ვართ, მივიღოთ ჰუმანური გადაწყვეტილება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ორიენტირებულია სასჯელაღსრულების სისტემაში რაც შეიძლება მეტი პატიმრის ყოფნაზე, თუმცა ხელისუფლება მზადაა, მძიმე დანაშაულებში მხილებული პირების მიმართ ჰუმანური გადაწყვეტილება მიიღოს სინანულისა და მონანიების შემთხვევაში.

პრემიერი: ოპოზიციაში არის რადიკალური ნაწილი, რომლისთვისაც მისაღებია რაც შეიძლება მეტი პატიმრის ყოფნა სასჯელაღსრულების სისტემაში, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები არიან მხილებული ძალიან მძიმე დანაშაულებში, მზად ვართ, მივიღოთ ჰუმანური გადაწყვეტილება
პრემიერი: ოპოზიციაში არის რადიკალური ნაწილი, რომლისთვისაც მისაღებია რაც შეიძლება მეტი პატიმრის ყოფნა სასჯელაღსრულების სისტემაში, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები არიან მხილებული ძალიან მძიმე დანაშაულებში, მზად ვართ, მივიღოთ ჰუმანური გადაწყვეტილებარუსთავი 2

ოპოზიციაში არის რადიკალური ნაწილი, რომლისთვისაც მისაღებია რაც შეიძლება მეტი პატიმრის ყოფნა სასჯელაღსრულების სისტემაში, ვგულისხმობ იმ პატიმრებს, რომლებიც ძალადობრივი ქმედებებისთვის იხდიან სასჯელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის მათი დღის წესრიგი, რადიკალიზმისთვის ურჩევნიათ იყოს მეტი პატიმარი.

"ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები არიან მხილებული ძალიან მძიმე დანაშაულებში, ჩვენ მზად ვართ, რომ თითოეულ მათგანთან მიმართებით მივიღოთ ჰუმანური გადაწყვეტილება. თუ იქნება სინანული, აღიარება, მონანიება, ამ შემთხვევაში ეს ადამიანები დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას. ამ ადამიანების მიზანი არის რადიკალიზმი, პოლარიზაცია, ესკალაცია, ჩვენი მიზანია სიმშვიდის განმტკიცება ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერი: სინდისის პატიმრები არ არსებობენ, არიან პატიმრები, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართულები და მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული საკმაოდ მძიმეა შინაარსით, ჩვენ მზად ვართ, ვაპატიოთ თითოეულ მათგანს, თუ იქნება მათი მხრიდან სინანული და აღიარებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები