პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ალის ვაიდელმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მისი პარტია შეწყვეტს უკრაინისთვის ფინანსური დახმარებისა და იარაღის მიწოდებას და მკვეთრად შეამცირებს ევროკავშირის ბიუჯეტში გადასახდელ თანხებს

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ თანათავმჯდომარე ალის ვაიდელი აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლისას უკრაინის დახმარებას შეწყვეტს და ევროკავშირისა და თავდაცვის ხარჯებს მკვეთრად შეამცირებს.

ალის ვაიდელმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მისი პარტია შეწყვეტს უკრაინისთვის ფინანსური დახმარებისა და იარაღის მიწოდებას და მკვეთრად შეამცირებს ევროკავშირის ბიუჯეტში გადასახდელ თანხებს
იმედინიუსი

პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) თანათავმჯდომარემ, ალის ვაიდელმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მისი პარტია შეწყვეტს უკრაინისთვის ფინანსური დახმარებისა და იარაღის მიწოდებას, მკვეთრად შეამცირებს ევროკავშირის ბიუჯეტში გადასახდელ თანხებს და ათობით მილიარდი ევროთი შეკვეცს თავდაცვის ხარჯებს.

როგორც ალის ვაიდელმა აღნიშნა, გერმანიის მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ქვეყნის ფინანსური რესურსების საზღვარგარეთ გადანაწილება, მათ შორის უკრაინის დაფინანსება და ბრაზილიის ტროპიკული ტყეების ფონდში მილიარდობით ევროს გადარიცხვა.

„როგორც ჩანს, ფული მოიძებნება ყველასთვის და ყველგან - ყველა ქვეყნისა და არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, მაგრამ არა საკუთარი ხალხისთვის. არა პენსიონერებისთვის, არა გადასახადის გადამხდელებისთვის და არა მათთვის, ვინც სოციალური დაზღვევის შენატანებს იხდის. ფული მხოლოდ უცხო ქვეყნებისთვის და, შესაძლოა, ჩინური ელექტრომობილების სუბსიდირებისთვისაც კი არის“, - განაცხადა AfD-ს ლიდერმა.

ვაიდელის თქმით, მისი პარტიის პრიორიტეტი საბიუჯეტო სახსრების ქვეყნის შიგნით, გერმანიის მოქალაქეების სოციალურ უზრუნველყოფაზე მიმართვა იქნება, რაც, მისივე განმარტებით, არსებული საგარეო და თავდაცვითი ხარჯების რადიკალური შემცირების ხარჯზე მოხდება.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ალის ვაიდელი: გერმანიის გაზსაცავები წელს იმაზე ნაკლებად არის შევსებული, ვიდრე ეს 2025 წელს იყო და უკვე დაცლა დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები