ირაკლი კობახიძე: მიუხედავად იმისა, რომ 4 ოქტომბრის დანაშაული იყო უმძიმესი, ეს იყო ხელისუფლების გადატრიალების, დამხობის მცდელობა, ჩვენ გამოვხატავთ კიდევ ერთხელ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ აღიარების შემთხვევაში გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელია დანაშაულის აღიარებისა და სინანულის შემთხვევაში შესაბამისი პირების გათავისუფლება. მან ასევე გააკრიტიკა ოპოზიცია და აღნიშნა, რომ 4 ოქტომბრის მოვლენები ხელისუფლების დამხობის მცდელობა იყო.

თუკი ვინმე გაიაზრებს, რომ არასწორი ქმედება ჩაიდინა და დანაშაული ჩაიდინა, თუკი ვინმე მოინანიებს ამ ქმედებას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რადიკალურ ოპოზიციაში არავის არ აქვს მორალი
"ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია, გავიმეოროთ ჩვენი დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ აღიარებაზე, სინანულზე გვექნება შესაბამისი რეაგირება და რეაგირებაში იგულისხმება შესაბამისი პირების გათავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ 4 ოქტომბრის დანაშაული იყო უმძიმესი დანაშაული, ეს იყო ხელისუფლების გადატრიალების, დამხობის მცდელობა, ამის მიუხედავად, ჩვენ გამოვხატავთ კიდევ ერთხელ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ აღიარების შემთხვევაში გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები.
რაც შეეხება ოპოზიციის რეაქციას, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ მორალზე, ის, რომ თან არეულები არიან ამ განცხადებებში, ზოგი აქებს, ზოგი არ აქებს, ზოგი პირიქით, ლანძღავს ასეთ ადამიანებს, ზოგი ციხის გარეთ არის, თავად იყო ძალადობრივი პროცესების მონაწილე და ახლა იმას აკრიტიკებს, ვინც ციხეშია მოხვედრილი, ეს ხომ აბსოლუტურად გაუგებარია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ამ ადამიანების მორალზე. რადიკალურ ოპოზიციაში არავის არ აქვს მორალი. არც ერთ ადამიანს რადიკალურ ოპოზიციაში არ აქვს მორალი. მათი შესაბამისი განცხადებები არის კიდევ ერთი დასტური“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, პაატა ბურჭულაძის შვილის განცხადებას როგორ შეაფასებდა, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის აბსოლუტურად დამახასიათებელი ახალგაზრდა ნაციონალებისთვის და ეს განცხადებაც ამის დასტურია.
„სხვა შვილების განცხადებებიც გვახსოვს, მაგალითად ჩახუნაშვილთან დაკავშირებით. ახალგაზრდა ნაცი არის გამორჩეული პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგიით, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიირაკლი კობახიძე: მიუხედავად იმისა, რომ 4 ოქტომბრის დანაშაული იყო უმძიმესი, ეს იყო ხელისუფლების გადატრიალების, დამხობის მცდელობა, ჩვენ გამოვხატავთ კიდევ ერთხელ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ აღიარების შემთხვევაში გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები
- პირველი არხიირაკლი კობახიძე – მიუხედავად იმისა, რომ 4 ოქტომებრი იყო ხელისუფლების დამხობის მცდელობა, ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას, რომ აღიარების შემთხვევაში გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…