ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე - ძალიან ბევრჯერ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, დეზინფორმაციაზე აგებული განცხადებები „ამნესტი ინთერნეიშენალის“ მხრიდან, ქართული საზოგადოების თვალში ამ ორგანიზაცმ დაკარგა ნდობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ამნესტი ინთერნეიშენალმა“ ქართული საზოგადოების თვალში ნდობა დაკარგა, რადგან მისმა მხრიდან მრავალჯერ გავრცელდა ცრუ და დეზინფორმაციაზე აგებული ინფორმაცია. კობახიძემ აღნიშნა, რომ მას არ უკვირს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს დამოკიდებულება აღნიშნული ორგანიზაციის მიმართ.

ირაკლი კობახიძე - ძალიან ბევრჯერ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, დეზინფორმაციაზე აგებული განცხადებები „ამნესტი ინთერნეიშენალის“ მხრიდან, ქართული საზოგადოების თვალში ამ ორგანიზაცმ დაკარგა ნდობა
ირაკლი კობახიძე - ძალიან ბევრჯერ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, დეზინფორმაციაზე აგებული განცხადებები „ამნესტი ინთერნეიშენალის“ მხრიდან, ქართული საზოგადოების თვალში ამ ორგანიზაცმ დაკარგა ნდობაინტერპრესნიუსი

ძალიან ბევრჯერ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, დეზინფორმაციაზე აგებული განცხადებები „ამნესტი ინთერნეიშენალის“ მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქართული საზოგადოების თვალში ამ ორგანიზაციამ ნდობა დაკარგა.

„ძალიან ბევრჯერ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, დეზინფორმაციაზე აგებული განცხადებები ამ ორგანიზაციის მხრიდან, შესაბამისად ქართული საზოგადოების თვალში ამ ორგანიზაციამ სამწუხაროდ, დაკარგა ნდობა. ეს არის რეალობა. აქედან გამომდინარე მე რუბიოს დამოკიდებულება ამ ორგანიზაციისადმი საერთოდ არ მიკვირს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ Amnesty International-ი თაღლითური ორგანიზაციაა.

კერძოდ, ლისაბონში გამართულ პრესკონფერენციაზე პორტუგალიელმა ჟურნალისტმა მარკო რუბიოს აშშ-ის მიერ პორტუგალიის ლაჟესის (Lajes) ავიაბაზის გამოყენებასა და საერთაშორისო სამართლის შესაძლო დარღვევაზე დაუსვა კითხვა. ჟურნალისტმა ციტირება გააკეთა Amnesty International-ის განცხადებიდან, რომლის მიხედვითაც „პორტუგალიამ მხარი არ უნდა დაუჭიროს ომის დანაშაულებს“. Amnesty International-ის ხსენებაზე რუბიომ ორგანიზაციას „თაღლითური“ უწოდა და განაცხადა, რომ ის უნდა ფოკუსირდეს „ირანული რეჟიმის“ „სამხედრო დანაშაულებზე“ კაცობრიობის წინაშე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ძალიან ბევრჯერ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, დეზინფორმაციაზე აგებული განცხადებები ამ ორგანიზაციის მხრიდან, შესაბამისად ქართული საზოგადოების თვალში ამ ორგანიზაციამ სამწუხაროდ, დაკარგა ნდობა. ეს არის რეალობა. აქედან გამომდინარე მე რუბიოს დამოკიდებულება ამ ორგანიზაციისადმი საერთოდ არ მიკვირს“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მარკო რუბიო: Amnesty International-ი თაღლითური ორგანიზაციააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები