ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარკო რუბიო: "Amnesty International"-ი თაღლითური ორგანიზაციაა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრ პაულუ რანჟელთან ერთობლივი პრესკონფერენციისას „Amnesty International“-ი თაღლითურ ორგანიზაციად მოიხსენია და აღნიშნა, რომ მათ ყურადღება ირანის რეჟიმის დანაშაულებზე უნდა გაამახვილონ და არა აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციაზე.

მარკო რუბიო: "Amnesty International"-ი თაღლითური ორგანიზაციაა
მარკო რუბიო: "Amnesty International"-ი თაღლითური ორგანიზაციაარუსთავი 2

"Amnesty International"-ი თაღლითური ორგანიზაციაა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრ პაულუ რანჟელთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.

კითხვა შეეხებოდა აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი მასშტაბური სამხედრო ოპერაციის, სახელწოდებით "Epic Furry" ფარგლებში, პორტუგალიის ლაჟესის აეროდრომის გამოყენებას და ამის გამო დაწყებულ გამოძიებას საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაძლო დარღვევის გამო. კონკრეტულად კი, "Amnesty International"-ის განცხადებას, რომ პორტუგალიამ მხარი არ უნდა დაუჭიროს სამხედრო დანაშაულებსა და ქმედებებს.

როგორც რუბიომ აღნიშნა, ორგანიზაცია ყურადღებას უნდა ამახვილებდეს ირანის რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე და არა აშშ-ის მიერ წარმოებულ ოპერაციაზე.

"თუ მკითხავთ, რაზე უნდა ამახვილებდეს ყურადღებას "Amnesty International", გეტყვით: ირანის რეჟიმზე, რომელმაც ცივსისხლიანად მოკლა ათობით ათასი ადამიანი თეირანის ქუჩებსა და ქვეყნის სხვა ნაწილებში. "Amnesty International"-მა ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, თუ როგორ იჭრება ირანის რეჟიმი საავადმყოფოებში - როდესაც მომიტინგეები დაშავებულნი არიან - და როგორ კლავს ადამიანებს საავადმყოფოს საწოლში; თანაც, ზოგჯერ კლავს იმ ექიმებსა თუ ექთნებსაც, რომლებიც მათ მკურნალობდნენ. სწორედ ამაზე უნდა ამახვილებდნენ ყურადღებას. ეს არის სამხედრო დანაშაულები. ეს არის დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ და დანაშაულები, რომლებსაც ისინი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სჩადიან", - განაცხადა მარკო რუბიომ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თუ მკითხავთ, რაზე უნდა ამახვილებდეს ყურადღებას "Amnesty International", გეტყვით: ირანის რეჟიმზე, რომელმაც ცივსისხლიანად მოკლა ათობით ათასი ადამიანი თეირანის ქუჩებსა და ქვეყნის სხვა ნაწილებში. "Amnesty International"-მა ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, თუ როგორ იჭრება ირანის რეჟიმი საავადმყოფოებში - როდესაც მომიტინგეები დაშავებულნი არიან - და როგორ კლავს ადამიანებს საავადმყოფოს საწოლში; თანაც, ზოგჯერ კლავს იმ ექიმებსა თუ ექთნებსაც, რომლებიც მათ მკურნალობდნენ. სწორედ ამაზე უნდა ამახვილებდნენ ყურადღებას. ეს არის სამხედრო დანაშაულები. ეს არის დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ და დანაშაულები, რომლებსაც ისინი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სჩადიან“
მარკო რუბიო
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ამერიკის შეერთებული შტატები Amnesty International-ის წინააღმდეგ - საქართველოს ხელისუფლებისთვის აშშ-ის მხრიდან საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტიკა მოულოდნელი არ ყოფილაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები