ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 3 ქართულ კომპანიას შეუზღუდა - მამუკა ფიფია

„სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერის, მამუკა ფიფიას განცხადებით, რუსეთმა სასმლის შეტანა კიდევ 3 კომპანიას — GWS-ს, „შატო მუხრანსა“ და „ვინივერიას“ შეუზღუდა. მისი მტკიცებით, კომპანიები უკრაინის ხელისუფლებისა და შეიარაღებული ძალების დაფინანსებაში არიან შემჩნეულები.

რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 3 ქართულ კომპანიას შეუზღუდა - მამუკა ფიფია
რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 3 ქართულ კომპანიას შეუზღუდა - მამუკა ფიფიაBM.GE

რუსეთმა სასმლის შეტანა კიდევ 3 კომპანიას შეუზღუდა - ამის შესახებ ინფორმაციას პრორუსი ბიზნესმენი, “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერი მამუკა ფიფია ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ეს კომპანიებია: GWS-Wine-Company, "შატო მუხრანი" და "ვინივერია".

"სამწუხაროდ, სანქციების მეორე ტალღაში მოყვა "შატო მუხრანი" და "ვინ ივერია", "მარუსია ბევერიჯის ჯორჯიას" აქციონერები არიან პატრიკ ხოდენი და ელენა ნადიბაძე. ეს ადამიანები ადრე იყვნენ ფონდ 'უკრაინის რეკონსტრუქციის' დირექტორები, ასევე შემჩნეულები არიან უკრაინის ხელისუფლების დაფინანსებაში.“

რაც შეეხება „ვინ ივერიას“, პრორუსული მოძრაობის ლიდერის მტკიცებით, კომპანია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს პირდაპირ აფინანსებდა.

„'ვინივერია' ატარებდა აუქციონს უკრაინის ტერიტორიაზე და ამ აუქციონიდან ფული პირდაპირ მიდიოდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, უკრაინის ჯარს აფინანსებდა. ეს განცხადება გაკეთდება ამ დღეებში. ძალიან სამწუხაროა.“

ფიფიამ BM.GE-ს უთხრა, რომ შესაბამისი სამართლებრივი აქტი ჯერ არ არსებობს მალე გამოიცემა.

შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბერს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ბაზარზე შვიდი ქართული კომპანიის პროდუქციის აკრძალვის შესახებ. ჩამონათვალში დასახელდნენ „ნაბეღლავი“, „კოკა-კოლა“, „თელიანი ველი“, „თბილღვინო“, „ვაინმენი“, „ასკანელი ძმები“ და „ქართული ლუდის კომპანია“.

რუსული მედიის ცნობით, სავაჭრო ქსელებში შეზღუდული პროდუქციის თაროებიდან მოხსნაც დაიწყო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. TV პირველიოპოზიციურირუსული ემბარგოს მეორე ტალღა - ცნობილი ხდება ქართული კომპანიები, რომლებსაც სანქციები ემუქრება
  2. ფორმულაოპოზიციურირუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 3 ქართულ კომპანიას შეუზღუდა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სამწუხაროდ, სანქციების მეორე ტალღაში მოყვა "შატო მუხრანი" და "ვინ ივერია", "მარუსია ბევერიჯის ჯორჯიას" აქციონერები არიან პატრიკ ხოდენი და ელენა ნადიბაძე. ეს ადამიანები ადრე იყვნენ ფონდ 'უკრაინის რეკონსტრუქციის' დირექტორები, ასევე შემჩნეულები არიან უკრაინის ხელისუფლების დაფინანსებაში.“
„'ვინივერია' ატარებდა აუქციონს უკრაინის ტერიტორიაზე და ამ აუქციონიდან ფული პირდაპირ მიდიოდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, უკრაინის ჯარს აფინანსებდა. ეს განცხადება გაკეთდება ამ დღეებში. ძალიან სამწუხაროა.“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„რუსეთს ღვინოს იარაღად იყენებს - ეს ვითარება ნაკლებად მაინტერესებს “ | გია პირადაშვილი „ვინივერიას“ აკრძალვაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები