ვახტანგ ქიზიყურაშვილი: ის მითი, რომ ვინმე უანგაროდ გვეხმარებოდა, კონკრეტულად, ევროკავშირი, მე ვფიქრობ, რომ უკვე ძალიან დიდი ხანია დაიმსხვრა და საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობას ამის აღარ სჯერა
ვახტანგ ქიზიყურაშვილის განცხადებით, მითი ევროკავშირის მხრიდან უანგარო დახმარების შესახებ დაიმსხვრა და მოსახლეობის უმრავლესობას მისი აღარ სჯერა.

ის მითი, რომ ვინმე უანგაროდ გვეხმარებოდა, კონკრეტულად, ევროკავშირი, მე ვფიქრობ, რომ უკვე ძალიან დიდი ხანია დაიმსხვრა და საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობას ამის აღარ სჯერა, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ საერთაშორისო მდივანმა ვახტანგ ქიზიყურაშვილმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი, როგორც ინსტიტუცია, არასდროს აცხადებდა, რომ ის იყო საქველმოქმედო ორგანიზაცია და ისმის კითხვა, რატომ უნდა ჰქონოდათ მიზნად, რომ საქართველოს უანგაროდ დახმარებოდნენ.
„უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ აბსოლუტურად ყველა ქვეყანას და პოლიტიკურ აქტორს აქვს საკუთარი ინტერესები და ჩვენც უნდა გვქონდეს ჩვენი ინტერესები. ბევრ საკითხში შეიძლება დაემთხვეს ჩვენი ინტერესები და სადაც ემთხვევა, იქ უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ“, - აღნიშნა ვახტანგ ქიზიყურაშვილმა.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ საერთაშორისო მდივანმა ასევე ილაპარაკა ევრობიუროკრატიის მხრიდან დიალოგის დაბლოკვაზეც.
„დიალოგის დაბლოკვა შეიძლება შევადაროთ იმას, როდესაც 2022 წელს მათ უარი თქვეს რუსულ იაფ ენერგორესურსებზე და ამან გამოიწვია ძალიან დიდი ინფლაცია და სერიოზული ენერგოკრიზისი. სწორედ აქ ჩანს მათი ორმაგი სტანდარტები, რომ, ერთი მხრივ, ისინი პრეზიდენტ ტრამპს აკრიტიკებდნენ დიზელის შეთანხმების გამო, მაგრამ 2022 წლიდან ისინი თხევად გაზს რუსეთისგან ყიდულობდნენ.
სწორედ აქ ვხედავთ ჩვენ იმ ინტერესთა დიდ განსხვავებას, რომელიც აქვთ ევროპულ მმართველ წრეებს და და ევროპელ მოსახლეობას. დღეს ძალიან რთულია ევროპელ მოსახლეობას აუხსნა, სად მიდის მათი ჯიბიდან გადახდილი თანხა“, - დასძინა ვახტანგ ქიზიყურაშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…