ჰერჩინსკი საუბრობს, რა იქნება EU-ს მინისტრების მხრიდან განხილვის თემა ლუქსემბურგში, სადაც საქართველოზე უნდა იმსჯელონ
ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ 12 ოქტომბერს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევებს, დემოკრატიის უკუსვლას და ფონდების დევნას.

ტროტუარზე დგომის გამო ციხეში გაშვება, ფონდების დევნა, დემოკრატიის უკუსვლა და ადამიანის უფლებების დარღვევა - ეს იქნება იმ საკითხების მცირე ჩამონათვალი, რომელზეც პაველ ჰერჩინკის განცხადებით, 12 ოქტომბერს ლუქსემბურგში საქართველოს შესახებ უნდა იმსჯელონ.
დღეს ევროკავშირის ელჩმა თელავში ჩასულ მედიას უთხრა, რომ შემაშფოთებელია ის, რაც დღეს საქართველოში ხდება.
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს [12 ოქტომბერს] გამართავენ შეხვედრას და საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ. სინამდვილეში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საკმაოდ რეგულარულად განიხილავენ საქართველოს. რატომ? ვინაიდან აშკარად შეშფოთებულები ვართ თქვენ ულამაზეს ქვეყანაში მოვლენებით. შეშფოთებულები ვართ ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარების გაუარესებაზე, შეშფოთებულები ვართ დემოკრატიის მდგომარეობაზე.
ძალიან კარგად იცით, რომ დღევანდელ საქართველოში ხალხი ციხეში მიდის ტროტუარზე დგომისთვის. ხალხი ციხეში მიდის „ფეისბუქზე“ პოსტებისთვის. ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების ფონდები, რომლებიც ყოველთვის უჭერდნენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და განვითარებას, საქართველოდან იდევნებიან. ეს, რა თქმა უნდა, უკიდურესად პრობლემურია და ამიტომ, კიდევ ერთხელ, შემდეგ ორშაბათს მინისტრები განიხილავენ საქართველოში ვითარების გაუარესებას“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს [12 ოქტომბერს] გამართავენ შეხვედრას და საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ. სინამდვილეში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საკმაოდ რეგულარულად განიხილავენ საქართველოს. რატომ? ვინაიდან აშკარად შეშფოთებულები ვართ თქვენ ულამაზეს ქვეყანაში მოვლენებით. შეშფოთებულები ვართ ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარების გაუარესებაზე, შეშფოთებულები ვართ დემოკრატიის მდგომარეობაზე. ძალიან კარგად იცით, რომ დღევანდელ საქართველოში ხალხი ციხეში მიდის ტროტუარზე დგომისთვის. ხალხი ციხეში მიდის „ფეისბუქზე“ პოსტებისთვის. ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების ფონდები, რომლებიც ყოველთვის უჭერდნენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და განვითარებას, საქართველოდან იდევნებიან. ეს, რა თქმა უნდა, უკიდურესად პრობლემურია და ამიტომ, კიდევ ერთხელ, შემდეგ ორშაბათს მინისტრები განიხილავენ საქართველოში ვითარების გაუარესებას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…