ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ საქართველოში სიტუაცია უარესდება და ხელისუფლების ქმედებებს მოჰყვება...
ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობა უარესდება, რასაც ევროკავშირის მხრიდან შედეგები მოჰყვება. ელჩმა გამოეხმაურა მარტა კოსის განცხადებას და აღნიშნა, რომ ვითარება ხელისუფლების ანტიევროპული რიტორიკისა და ქმედებების შედეგია.

“ჩვენ ნათლად შეშფოთებული ვართ მოვლენების განვითარებით თქვენს მშვენიერ ქვეყანაში. შეშფოთებული ვართ: ადამიანის უფლებათა ხელყოფით, შეშფოთებული ვართ დემოკრატიის მდგომარეობით... დღევანდელ საქართველოში ადამიანები ციხეში მიდიან ტროტუარზე დგომის გამო, ადამიანებს საპატიმროში უშვებენ ფეისბუკპოსტებისთვის. საქართველოდან განდევნეს ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ფონდები, რომლებიც ყოველთვის უჭერდნენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და განვითარებას. ამიტომ ევროკავშირის მინისტრები მომავალ ორშაბათს კიდევ ერთხელ განიხილავენ საქართველოში გაუარესებულ სიტუაციას”, - განაცხადა ელჩმა ჰერჩინსკიმ, ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, კახეთში - სადაც ევროპის დღე აღინიშნება.
მედიამ ელჩს სთხოვა განმარტება გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ "საქართველო კანდიდატი ქვეყანაა მხოლოდ ქაღალდზე".
“რაც გაფართოების საკითხების ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, გულსატკენია და პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. მაგრამ ეს არის ამჟამინდელი ხელისუფლების მუდმივი ქმედებების, კანონმდებლობისა და ანტიევროპული რიტორიკის შედეგი. სამწუხაროდ, ამას მოჰყვება შედეგები“, - პაველ ჰერჩინსკის თქმით, სავარაუდოდ 28 ოქტომბერს გამოქვეყნდება ევროკომისიის მორიგი ანგარიში გაფართოების შესახებ.
„დაველოდოთ - თუ რა იქნება კონკრეტული მესიჯი“ - ელჩმა აღნიშნა, რომ ვითარება არ გამოსწორებულა შარშან ბოლო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ და პირიქით - ვითარება გაუარესებულია ფუნდამენტური თავისუფლებების მიმართულებით.
პაველ ჰერჩინსკიმ “უპრეცედენტო შეტევა” უწოდა ხელისუფლების წარმომადგენლების ბოლო დღეების განცხადებებს ევროკავშირზე, ევროკავშირის ინსტიტუტებზე, ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებსა თუ ევროპარლამენტზე.
ხელისუფლების ბრალდებების შინაარსთან დაკავშირებით, ელჩმა ასევე განმარტა, რომ, რომ ევროკავშირი არასოდეს დგას ძალადობის უკან:
“ევროკავშირი არასოდეს უჭერდა მხარს ძალადობას - საქართველოში თუ სხვაგან. რასაც მხარს ვუჭერთ, ეს არის ადამიანის ღირსება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა. და ეს არის ის, რის დახმარებასაც განვაგრძობთ”.
ელჩი ამბობს, რომ თბილისში არ უსმენენ ევროკავშირის მოწოდებებს, რაც უკვე წლებს ითვლის.
“უკვე 2.5 წელია, საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ შეცვალოს ტრაექტორია, თუკი, რა თქმა უნდა, დაინტერესებული არიან, თუკი სერიოზულად არიან დაინტერესებული ევროკავშირში გაწევრიანებით. 2024 წლის ივნისში გამოქვეყნდა ევროპული საბჭოს ძალიან ნათელი დასკვნები, მხარდაჭერილი ყველა წევრი ქვეყნის მიერ - თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ… ყველა ჩვენი მოწოდება იგნორირებულ იქნა”, - უთხრა ელჩმა ჰერჩინსკიმ კახეთში, ევროპის დღის აღსანიშნავად, შეკრებილ ჟურნალისტებს.
თბილისსა და ბათუმის შემდეგ, ევროპის დღე, 10 ოქტომბერს, კახეთში აღინიშნება. ,,ევროპის დღე 2026“-ზე დასწრება თავისუფალია ყველა მსურველისთვის. როგორც კახეთიდან იტყობინება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, ღონისძიების გახსნაზე არ გამოჩენილან “ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები.
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ ნათლად შეშფოთებული ვართ მოვლენების განვითარებით თქვენს მშვენიერ ქვეყანაში. შეშფოთებული ვართ: ადამიანის უფლებათა ხელყოფით, შეშფოთებული ვართ დემოკრატიის მდგომარეობით... დღევანდელ საქართველოში ადამიანები ციხეში მიდიან ტროტუარზე დგომის გამო, ადამიანებს საპატიმროში უშვებენ ფეისბუკპოსტებისთვის. საქართველოდან განდევნეს ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ფონდები, რომლებიც ყოველთვის უჭერდნენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და განვითარებას. ამიტომ ევროკავშირის მინისტრები მომავალ ორშაბათს კიდევ ერთხელ განიხილავენ საქართველოში გაუარესებულ სიტუაციას“
„საქართველო კანდიდატი ქვეყანაა მხოლოდ ქაღალდზე“
„დაველოდოთ - თუ რა იქნება კონკრეტული მესიჯი“
„ევროკავშირი არასოდეს უჭერდა მხარს ძალადობას - საქართველოში თუ სხვაგან. რასაც მხარს ვუჭერთ, ეს არის ადამიანის ღირსება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა. და ეს არის ის, რის დახმარებასაც განვაგრძობთ“
„უკვე 2.5 წელია, საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ შეცვალოს ტრაექტორია, თუკი, რა თქმა უნდა, დაინტერესებული არიან, თუკი სერიოზულად არიან დაინტერესებული ევროკავშირში გაწევრიანებით. 2024 წლის ივნისში გამოქვეყნდა ევროპული საბჭოს ძალიან ნათელი დასკვნები, მხარდაჭერილი ყველა წევრი ქვეყნის მიერ - თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ… ყველა ჩვენი მოწოდება იგნორირებულ იქნა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?
პირველი რეაქცია შენი იყოს