ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის მერთან, გიორგი ცინცაძესთან ერთად, ტრაპიზონის მერს, აჰმეთ მეთინ გენჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის მერთან, გიორგი ცინცაძესთან ერთად, ტრაპიზონის მერს, აჰმეთ მეთინ გენჩს შეხვდა. მხარეებმა ბათუმსა და ტრაპიზონს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული კავშირები განიხილეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის მერთან, გიორგი ცინცაძესთან ერთად, ტრაპიზონის მერს, აჰმეთ მეთინ გენჩს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის მერთან, გიორგი ცინცაძესთან ერთად, ტრაპიზონის მერს, აჰმეთ მეთინ გენჩს შეხვდარუსთავი 2

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის მერთან, გიორგი ცინცაძესთან ერთად, ტრაპიზონის მერს, აჰმეთ მეთინ გენჩს შეხვდა. შეხვედრაზე დაძმობილებულ ქალაქებს - ბათუმსა და ტრაპიზონს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

აღინიშნა, რომ საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა რეგიონებისა და ქალაქებისთვის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ეკონომიკური და საზოგადოებრივი ინიციატივების განხორციელების მყარ საფუძველს ქმნის.

ყურადღება გამახვილდა ტურისტული და საქმიანი, აგრეთვე, კულტურის და სპორტის მიმართულებით ურთიერთობების გაფართოებაზე. ამ კონტექსტში ტრაპიზონის მერმა ასევე ისაუბრა სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხებზე და ორი რეგიონის მოსახლეობისთვის სათანადო სერვისების მიწოდების შესაძლებლობებზე.

რეგიონებს შორის სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებასა და ურბანული განვითარების საკითხებზე მსჯელობისას, ზურაბ პატარაძემ ახალი სატრანსპორტო კვანძების მოწყობისა და ჭკვიანი ქალაქის მიდგომების დანერგვის მიმართულებით თურქული გამოცდილების გაცნობის ინტერესი გამოხატა. თავის მხრივ კი, მან სხვადასხვა სფეროში აჭარაში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ტრაპიზონის მერთან შეხვედრით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ორდღიანი ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა. შეხვედრების მთავარი თემები რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოება, ტურიზმის, კულტურის, განათლების და სპორტის მიმართულებით ერთობლივი ინიციატივების განხილვა იყო. ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბიზნესწრეებს შორის პირდაპირი კონტაქტების გააქტიურებას, ასევე, ბიზნესფორუმებისა და საინვესტიციო ღონისძიებების გამართვისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქეთის ართვინის პროვინციის გუბერნატორს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები