მარიამ ქვრივიშვილი: Changi Airports International-ის მმართველმა გუნდმა უკვე ფორმალურად გამოხატა ინტერესი, რომ სურთ ინვესტირება და ვაზიანის ახალი აეროპორტის ოპერირება, ისინი მზად არიან მონაწილეობა მიიღონ იმ ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა მომდევნო პერიოდში გამოაცხადებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, Changi Airports International-ის მმართველმა გუნდმა ფორმალურად გამოხატა ინტერესი ვაზიანის ახალი აეროპორტის ოპერირებასა და ინვესტირებაში. კომპანია მზად არის მონაწილეობა მიიღოს მომავალ ტენდერში.

დღეს ჩვენ შევხვდით Changi Airports International-ის მმართველ გუნდს. მათ უკვე ფორმალურად გამოხატეს ინტერესი, რომ სურთ ინვესტირება და ვაზიანის ახალი აეროპორტის ოპერირება, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის ფარგლებში, Changi Airports International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ კომპანიამ მონაწილეობა მიიღოს საქართველოს მთავრობის მიერ მომდევნო პერიოდში გამოცხადებულ ტენდერში.
„საქართველოს მთავრობამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ააშენოს ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც 20 მლნ მგზავრს მოემსახურება. ვაზიანის აეროპორტს ექნება ძალიან დიდი და დადებითი გავლენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, ტრანსპორტის სექტორისა და ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაზე და სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, რომ 2031 წლის ბოლოსთვის აეროპორტი სრულ ოპერირებაში გაეშვას. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ძალიან დიდია ინტერესი საერთაშორისო ცნობადი ბრენდების მხრიდან ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებისა და ინვესტირების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია ის, რომ მზარდია ჩვენი ქვეყნის ტრანსპორტისა და ტურიზმის სექტორი, რაც ასევე გლობალურ მოთამაშეებს, გლობალურ ინვესტორებსა და აეროპორტების ოპერატორებს უქმნის ძალიან დიდ ინტერესს ვაზიანის აეროპორტში ინვესტირებისა და ოპერირების თაობაზე“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„საქართველოს მთავრობამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ააშენოს ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც 20 მლნ მგზავრს მოემსახურება. ვაზიანის აეროპორტს ექნება ძალიან დიდი და დადებითი გავლენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, ტრანსპორტის სექტორისა და ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაზე და სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, რომ 2031 წლის ბოლოსთვის აეროპორტი სრულ ოპერირებაში გაეშვას. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ძალიან დიდია ინტერესი საერთაშორისო ცნობადი ბრენდების მხრიდან ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებისა და ინვესტირების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია ის, რომ მზარდია ჩვენი ქვეყნის ტრანსპორტისა და ტურიზმის სექტორი, რაც ასევე გლობალურ მოთამაშეებს, გლობალურ ინვესტორებსა და აეროპორტების ოპერატორებს უქმნის ძალიან დიდ ინტერესს ვაზიანის აეროპორტში ინვესტირებისა და ოპერირების თაობაზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.