ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი აეროპორტების მართვისა და ინვესტიციების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ განს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აეროპორტების მართვისა და ინვესტიციების კომპანია Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ განს შეხვდა. შეხვედრაზე კომპანიამ ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მიმართ ინტერესი გამოხატა და დაადასტურა მონაწილეობა ოპერატორის შესარჩევად გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში.

მარიამ ქვრივიშვილი აეროპორტების მართვისა და ინვესტიციების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ განს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი აეროპორტების მართვისა და ინვესტიციების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ განს შეხვდარუსთავი 2

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აეროპორტების მართვისა და ინვესტიციების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ განს შეხვდა.

შეხვედრაზე Changi Airports International-მა ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მიმართ გამოხატა ინტერესი. როგორც საუბრისას აღინიშნა, კომპანია მონაწილეობას მიიღებს იმ საერთაშორისო ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორის შერჩევისთვის გამოაცხადებს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში ტურიზმისა და საავიაციო სექტორებში ბოლო წლებში დაფიქსირებულ ზრდის დინამიკას. აღინიშნა, რომ სწორედ აღნიშნული ტენდენცია განაპირობებს კომპანიის მხრიდან ვაზიანის აეროპორტის განვითარების მიმართ ინტერესს.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და Changi Airports International-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს, აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები