პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს, აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს შეხვდა, სადაც მხარეებმა ენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვა და ვაზიანის ახალი აეროპორტის მშენებლობის პროექტი განიხილეს.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს, აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა
რუსთავი 2

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს, აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები ვაჭრობის, ინვესტიციების, უძრავი ქონების, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკისა და ტურიზმის მიმართულებებით.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის სწრაფი ზრდის დინამიკას. აღინიშნა, რომ 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 7.6% შეადგინა. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე, რასაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი და ბიზნესის განვითარების პოტენციალი განაპირობებს.

შეხვედრაზე ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა არაბთა გაერთიანებული საამიროების მხრიდან საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების განხორციელების მიმართ არსებულ მაღალ ინტერესზე.

საუბარი შეეხო ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე ხაზი გაესვა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია და ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია.

ქართულმა მხარემ ისაუბრა საქართველოს მსხვილ სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის ვაზიანის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე.

შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, აგრეთვე საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გიორგი ჯანჯღავა მონაწილეობდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. POSTVსამთავრობომარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს, აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრს, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები