პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პარიზში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ისევ შეტაკებებია - მასობრივი სტუდენტური პროტესტია ბელგიაშიც, ქალაქ ლიეჟში აქციების ფონზე სამ პირზე მეტის შეკრება აიკრძალა

საფრანგეთსა და ბელგიაში მოსწავლეებისა და სტუდენტების მასშტაბური პროტესტები გრძელდება. პარიზში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა, ბელგიის ქალაქ ლიეჟში კი აქციების ფონზე სამ პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

პარიზში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ისევ შეტაკებებია - მასობრივი სტუდენტური პროტესტია ბელგიაშიც, ქალაქ ლიეჟში აქციების ფონზე სამ პირზე მეტის შეკრება აიკრძალა
პარიზში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ისევ შეტაკებებია - მასობრივი სტუდენტური პროტესტია ბელგიაშიც, ქალაქ ლიეჟში აქციების ფონზე სამ პირზე მეტის შეკრება აიკრძალარუსთავი 2

საფრანგეთში მოსწავლეების და სტუდენტების პროტესტი გრძელდება. პარიზში, ბასტილიის მოედანზე, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა. აქციის მონაწილეებმა ბარიკადები აღმართეს, სამართალდამცველებმა კი მათ დასაშლელად ცრემლსადენი აირი და ხელკეტები გამოიყენეს.

ახალგაზრდები უკვე რამდენიმე კვირაა სკოლებში არსებულ მძიმე პირობებს, პედაგოგების დეფიციტსა და ინფრასტრუქტურის გაუმართაობას აპროტესტებენ. მიმდინარე აქციების პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით დაკავებულია 6 600-ზე მეტი ადამიანი. მათი დიდი ნაწილი არასრულწლოვანია. დაშავებულია 1 000-ზე მეტი პირი.

პარალელურად, სტუდენტების მასშტაბური საპროტესტო აქციებიც მიმდინარეობს ბელგიაში საყოველთაო გაფიცვის ფონზე. ახალგაზრდები განათლების საფასურის გაძვირებას აპროტესტებენ. ქალაქ ლიეჟში პროტესტი ვანდალიზმსა და პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. ახალგაზრდებმა დააზიანეს და ცეცხლი წაუკიდეს ქალაქის ინფრასტრუქტურას.

აქციების ფონზე, ქალაქში სამ პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ხელისუფლებამ ბიზნესებს ობიექტების დახურვისკენ, მოსახლეობას კი, ცენტრში გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობობელგიაში სტუდენტური საპროტესტო აქციები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ბელგიაში განათლების რეფორმის წინააღმდეგ მოსწავლეთა პროტესტი გრძელდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები