ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბელგიაში სტუდენტური საპროტესტო აქციები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა

ბელგიის ქალაქებში, ბრიუსელსა და ლიეჟში, განათლების სფეროში დაფინანსების შემცირებისა და სწავლის საფასურის ზრდის წინააღმდეგ გამართული სტუდენტური აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს, დაკავებულია 100-ზე მეტი პირი.

ბელგიაში სტუდენტური საპროტესტო აქციები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა
ბელგიაში სტუდენტური საპროტესტო აქციები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებში გადაიზარდარუსთავი 2

ბელგიის ქალაქებში, ლიეჟში და ბრიუსელში, სტუდენტური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები განათლების სფეროში დაფინანსების შემცირებასა და სწავლის საფასურის ზრდას აპროტესტებენ.

აქციებზე პოლიციასა და სტუდენტებს შორის შეტაკებები მოხდა. დემონსტრანტებმა ინფრასტრუქტურა დააზიანეს. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ბოლო დღეებში დაკავებულია 100-ზე მეტი პირი. უსაფრთხოების მიზნით, ლიეჟის ცენტრში სავაჭრო ობიექტები დაიხურა და ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Euronews: ბრიუსელში ანტისამთავრობო აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები