ბორის პისტორიუსის განცხადებით, რუსეთზე დარტყმებისთვის უკრაინის მიმართ კრიტიკა „საკმაოდ სულელურია“
გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, რუსეთში განხორციელებული დარტყმების გამო უკრაინის მიმართ პენტაგონის კრიტიკა შეუფერებელი და „საკმაოდ სულელურია“.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში განხორციელებული დარტყმების გამო უკრაინის მიმართ პენტაგონის კრიტიკა შეუფერებელი და „საკმაოდ სულელურია“, - ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის („რამშტაინის“ ფორმატის) შეხვედრაზე პისტორიუსმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის არასამოქალაქო ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების განხილვის ნაცვლად, საუბარი უნდა იყოს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე - ელექტროენერგიის, წყალმომარაგებისა და გათბობის სისტემებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებზე, რომლებიც დღე და ღამ გრძელდება.
გერმანიის თავდაცვუს მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმები კანონიერია და შეესაბამება სამართლის ნორმებს, თუ სამიზნე არ არის სამოქალაქო ობიექტი ან ის სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…