ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საოკუპაციო ხაზთან 3 სექტემბერს დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საოკუპაციო ხაზთან 3 სექტემბერს დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე - გიორგი ჟუჟნიაშვილი და დიტო მურადაშვილი გაათავისუფლეს. მათ ე.წ. სასამართლომ ჯარიმა დააკისრა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიიდან გააძევა.

საოკუპაციო ხაზთან 3 სექტემბერს დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს
საოკუპაციო ხაზთან 3 სექტემბერს დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლესრადიო თავისუფლება

სუსის ცნობით, დაკავებულების გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში.

„ინტენსიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ ინსტრუმენტი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური საშუალება. მოლაპარაკებებში აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები“, - ნათქვამია განცხადებაში.

სუსი აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, 26 წლის გიორგი ჟუჟნიაშვილი და 22 წლის დიტო მურადაშვილი სოფელ წინაგართან ე.წ. სახელმწიფო საზღვრის „განზრახ გადაკვეთისთვის“ დააკავეს.

9 ოქტომბერს მათი საქმე ახალგორის ე.წ. სასამართლომ განიხილა. ორივე მოქალაქე დააჯარიმეს და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიიდან „გააძევეს“.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ინტენსიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ ინსტრუმენტი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური საშუალება. მოლაპარაკებებში აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სუს-ი - 3 სექტემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები