ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება ყადაღას არ დაექვემდებარება და ხელშეუხებელი იქნება.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირარუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების შედეგად: უზრუნველყოფილი იქნება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო გაცემული ფულადი დახმარების სამართლებრივი დაცვა აღსრულების პროცესში.

კანონპროექტის თანახმად, ყადაღას არ დაექვემდებარება და შედეგად აღსასრულებლად არ მიექცევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობით.

საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების თანახმად, ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა განსაზღვრულია ჯამურად არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით. ამდენად, საკანონმდებლო ცვლილების მიღების შემთხვევაში, მოვალე ორსულის/მშობლის მიმართ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას, ხელშეუხებელი იქნება სახელმწიფოს მხრიდან ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ზაზა ლომინაძე, ალუდა ღუდუშაური, სავალან მირზოევი, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ფაღავა, სუმბატ კიურეღიანი, ზურაბ ქადაგიძე, ანტონ ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, რიმა ბერაძე და მარიამ ლაშხი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.