ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: მიზეზზე ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია, ეს არის ის, რომ 2022 წლის თებერვალში საქართველომ უარი განაცხადა იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებულიყო პროქსი სახელმწიფოდ. ზუსტად იმ დღიდან იწყება უსამართლობა, ამდენი სიცრუე, დეზინფორმაცია, რეზოლუციები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები უკავშირდება საქართველოს უარს პროქსი სახელმწიფოდ გამოყენებასა და ომში ჩართვაზე.

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციას გამოეხმაურა.
როგორც მან „დღის ქრონიკასთან“ აღნიშნა, რეზოლუციები, რომელსაც ორკესტრირებული ხასიათი აქვს მოჰყვა საქართველოს უარს გამხდარიყო პროქსი სახელმწიფო და გაეხსნა მეორე ფრონტი.
„საფუძველზე და მიზეზზე ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია, ეს არის ის, რომ 2022 წლის თებერვალში საქართველომ უარი განაცხადა იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებულიყო პროქსი სახელმწიფოდ, ისევე, როგორც გამოიყენეს უკრაინა ამ ომისთვის. ამაზე უკვე ყველა ღიად საუბრობს და პირველი ეს ყველაფერი შეაფასა დონალდ ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ. პირდაპირ თავის სახელი დაარქვეს. თქვეს, რომ ეს არის პროქსი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის და სატელიტ სახელმწიფოდ გამოვიყენეთ უკრაინა. უნდოდათ საქართველოს გამოყენებაც.
ზუსტად იმ დღიდან იწყება უსამართლობა, ამდენი სიცრუე, დეზინფორმაცია, რეზოლუციები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. როდესაც ბრიუსელმა შეაჩერა მოლაპარაკებები საქართველოსთან 2024 თვეს, იმ შემთხვევაში მათ საბაბად მოიშველიეს ორი კანონი, ეს არის „გამჭვირვალობის კანონი“, რასაც სამარცხვინოდ აშშ-ის იმ დროინდელმა ელჩმა და ევრობიუროკრატებმა დაარქვეს „რუსული კანონი“.
ხოლო მეორე კანონი არის „ანტი ლგბტ კანონი“. მთელი ერი შეთანხმებულია, რომ ეს კანონი მისაღები იყო.
ამ ყველაფერმა, პირველ რიგში უარმა ომში ჩართვაზე, მეორე რიგში ამ ბერკეტის გამოცლამ, როგორიც არის მდიდარი „ენჯეოები“, რომელიც პირდაპირ სახელმწიფო გადაწყვეტილებებში იღებდნენ მონაწილეობას, მათი დღის წესრიგისთვის უარის თქმა იწვევს ჩვენი ქვეყნის მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებას“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ციტატები სტატიიდან
„საფუძველზე და მიზეზზე ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია, ეს არის ის, რომ 2022 წლის თებერვალში საქართველომ უარი განაცხადა იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებულიყო პროქსი სახელმწიფოდ, ისევე, როგორც გამოიყენეს უკრაინა ამ ომისთვის. ამაზე უკვე ყველა ღიად საუბრობს და პირველი ეს ყველაფერი შეაფასა დონალდ ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ. პირდაპირ თავის სახელი დაარქვეს. თქვეს, რომ ეს არის პროქსი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის და სატელიტ სახელმწიფოდ გამოვიყენეთ უკრაინა. უნდოდათ საქართველოს გამოყენებაც. ზუსტად იმ დღიდან იწყება უსამართლობა, ამდენი სიცრუე, დეზინფორმაცია, რეზოლუციები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. როდესაც ბრიუსელმა შეაჩერა მოლაპარაკებები საქართველოსთან 2024 თვეს, იმ შემთხვევაში მათ საბაბად მოიშველიეს ორი კანონი, ეს არის „გამჭვირვალობის კანონი“, რასაც სამარცხვინოდ აშშ-ის იმ დროინდელმა ელჩმა და ევრობიუროკრატებმა დაარქვეს „რუსული კანონი“. ხოლო მეორე კანონი არის „ანტი ლგბტ კანონი“. მთელი ერი შეთანხმებულია, რომ ეს კანონი მისაღები იყო. ამ ყველაფერმა, პირველ რიგში უარმა ომში ჩართვაზე, მეორე რიგში ამ ბერკეტის გამოცლამ, როგორიც არის მდიდარი „ენჯეოები“, რომელიც პირდაპირ სახელმწიფო გადაწყვეტილებებში იღებდნენ მონაწილეობას, მათი დღის წესრიგისთვის უარის თქმა იწვევს ჩვენი ქვეყნის მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…