პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი - ბრიუსელი არის გაბუტვის რეჟიმში, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველომ უარი განაცხადა პროქსი ქვეყნად გამოყენებაზე და მეორე ფრონტის გახსნაზე, შესაბამისად, მათ მოუწევთ, გადახედონ თავიანთ მიდგომას

ქართული ოცნება

„ქართული ოცნების“ დეპუტატ ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ბრიუსელი „გაბუტვის რეჟიმშია“, რადგან საქართველომ უარი თქვა „პროქსი ქვეყნად გამოყენებასა და მეორე ფრონტის გახსნაზე“. მისი თქმით, ევროკავშირს მოუწევს შეგუება, რომ ქვეყანაში რევოლუცია ვერ მოახდინა.

ლევან მაჭავარიანი - ბრიუსელი არის გაბუტვის რეჟიმში, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველომ უარი განაცხადა პროქსი ქვეყნად გამოყენებაზე და მეორე ფრონტის გახსნაზე, შესაბამისად, მათ მოუწევთ, გადახედონ თავიანთ მიდგომას
ინტერპრესნიუსი

ბრიუსელი არის გაბუტვის რეჟიმში, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველომ უარი განაცხადა პროქსი ქვეყნად გამოყენებაზე და მეორე ფრონტის გახსნაზე, შესაბამისად, მათ მოუწევთ, გადახედონ თავიანთ მიდგომას - ჩვენ მათი მხრიდან მხოლოდ სამართლიან მიდგომაზე გვაქვს საუბარი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომას, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.

მისივე თქმით, ბრიუსელს მოუწევს იმასთან შეგუება, რომ საქართველოში რევოლუცია ვერ მოახდინეს და „ქართულ ოცნებასთან“ საუბარს გააგრძელებენ.

„სავარაუდოდ, იგივე გზავნილები იქნება, რაც დაიწყო ზუსტად იმ დღიდან, როდესაც უკრაინაში რუსეთის აგრესია დაიწყო. ყველამ კარგად ვიცით, რომ დეზინფორმაცია, სიცრუე და ბრალდებები სწორედ იმიტომ დაიწყო, რომ ჩვენ უარი განვაცხადეთ, პროქსი ქვეყნად გამოეყენებინათ საქართველო. რა თქმა უნდა, ჩვენ ურთიერთობას ვინარჩუნებთ ცალკეულ წევრ ქვეყნებთან და გვაქვს მათთან ურთიერთობები. ბოლოდროინდელი ვიზიტებიც ამას ცხადყოფს, თუმცა ბრიუსელი არის გაბუტვის რეჟიმში, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველომ უარი განაცხადა პროქსი ქვეყნად გამოყენებაზე და მეორე ფრონტის გახსნაზე. შესაბამისად, მათ მოუწევთ, რომ გადახედონ თავიანთ მიდგომას. ჩვენ მათი მხრიდან მხოლოდ სამართლიან მიდგომაზე გვაქვს საუბარი.

ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ მიუხედავად ამდენი უსამართლობისა, პოლიტიკაში ემოციების ადგილი არ არის და მზად ვართ, გადავფურცლოთ ეს ყველაფერი და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა, ვინაიდან, როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. მანამ, სანამ ისინი არ შეიმჩნევენ იმას, რომ საქართველო არის შუა დერეფნის მონაწილე ქვეყანა, მანამ, სანამ ისინი იმ მარტივ ჭეშმარიტებას არ აღიარებენ, რომ ჩვენ ნამდვილად ვესაზღვრებით შავ ზღვას, ამ შემთხვევაში, ზოგადად, საუბარი ზედმეტია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შუა დერეფნიდან გამომდინარე და გაზრდილი როლიდან გამომდინარე, რაც შუა დერეფანს ეთმობა, მათ მოუწევთ, რომ ადრე თუ გვიან დასხდნენ და ჩვენ გვესაუბრონ. მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ მიუხედავად ამდენი დაფინანსებული რევოლუციისა, ვერ მოახდინეს რევოლუცია საქართველოში და დასხდებიან და ჩვენთან გააგრძელებენ საუბარს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოლევან მაჭავარიანი: მზად ვართ გადავდოთ ყველაფერი. ემოციების ადგილი პოლიტიკაში არ არის, ეს უსამართლობა დავივიწყოთ და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა. ევროკავშირმა იცის ჩვენი ეს პოზიცია, იციან ჩვენი მზადყოფნა საგნობრივ დისკუსიასთან დაკავშირებით, ბურთი მათ მოედანზეა. ადრე თუ გვიან, მოუწევთ „ქართულ ოცნებასთან“ დაიწყონ საუბარი
  2. რუსთავი 2სამთავრობოევროკავშირის ქვეყნები აანალიზებენ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მეგობრული ურთიერთობა ჩვენს ქვეყანასთან ჩვენი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე - ლევან მაჭავარიანი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სავარაუდოდ, იგივე გზავნილები იქნება, რაც დაიწყო ზუსტად იმ დღიდან, როდესაც უკრაინაში რუსეთის აგრესია დაიწყო. ყველამ კარგად ვიცით, რომ დეზინფორმაცია, სიცრუე და ბრალდებები სწორედ იმიტომ დაიწყო, რომ ჩვენ უარი განვაცხადეთ, პროქსი ქვეყნად გამოეყენებინათ საქართველო. რა თქმა უნდა, ჩვენ ურთიერთობას ვინარჩუნებთ ცალკეულ წევრ ქვეყნებთან და გვაქვს მათთან ურთიერთობები. ბოლოდროინდელი ვიზიტებიც ამას ცხადყოფს, თუმცა ბრიუსელი არის გაბუტვის რეჟიმში, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველომ უარი განაცხადა პროქსი ქვეყნად გამოყენებაზე და მეორე ფრონტის გახსნაზე. შესაბამისად, მათ მოუწევთ, რომ გადახედონ თავიანთ მიდგომას. ჩვენ მათი მხრიდან მხოლოდ სამართლიან მიდგომაზე გვაქვს საუბარი. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ მიუხედავად ამდენი უსამართლობისა, პოლიტიკაში ემოციების ადგილი არ არის და მზად ვართ, გადავფურცლოთ ეს ყველაფერი და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა, ვინაიდან, როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. მანამ, სანამ ისინი არ შეიმჩნევენ იმას, რომ საქართველო არის შუა დერეფნის მონაწილე ქვეყანა, მანამ, სანამ ისინი იმ მარტივ ჭეშმარიტებას არ აღიარებენ, რომ ჩვენ ნამდვილად ვესაზღვრებით შავ ზღვას, ამ შემთხვევაში, ზოგადად, საუბარი ზედმეტია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შუა დერეფნიდან გამომდინარე და გაზრდილი როლიდან გამომდინარე, რაც შუა დერეფანს ეთმობა, მათ მოუწევთ, რომ ადრე თუ გვიან დასხდნენ და ჩვენ გვესაუბრონ. მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ მიუხედავად ამდენი დაფინანსებული რევოლუციისა, ვერ მოახდინეს რევოლუცია საქართველოში და დასხდებიან და ჩვენთან გააგრძელებენ საუბარს“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მაჭავარიანი აშშ-სთან ურთიერთობაზე: ბურთი მათ მოედანზეა და იციან ჩვენი მზადყოფნა, რომ ნებისმიერ დროს დავსხდებით მათთან ერთად და დროსა და სივრცეში გავწერთ გზამკვლევს, სადაც ორივე მხარის ინტერესები იქნება ასახულიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები