ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი ევროკავშირზე: შუა დერეფნის მნიშვნელობა გაასმაგებულია, შესაბამისად, დრო არ ითმენს, მათ მოუწევთ ადრე თუ გვიან დასხდნენ ჩვენთან, გვესაუბრონ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საქართველომ უარი განაცხადა პროქსიქვეყნად გამოყენებაზე და ევროპულ სტრუქტურებთან ურთიერთობები მაშინ გადაიტვირთება, როცა ევროკავშირი რეალობას თვალს გაუსწორებს. მისი თქმით, შუა დერეფნის გაასმაგებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ევროკავშირს საქართველოსთან დიალოგის დაწყება მოუწევს.

ლევან მაჭავარიანი ევროკავშირზე: შუა დერეფნის მნიშვნელობა გაასმაგებულია, შესაბამისად, დრო არ ითმენს, მათ მოუწევთ ადრე თუ გვიან დასხდნენ ჩვენთან, გვესაუბრონ
ლევან მაჭავარიანი ევროკავშირზე: შუა დერეფნის მნიშვნელობა გაასმაგებულია, შესაბამისად, დრო არ ითმენს, მათ მოუწევთ ადრე თუ გვიან დასხდნენ ჩვენთან, გვესაუბრონიმედინიუსი

ჩვენ უარი განვაცხადეთ პროქსიქვეყნად საქართველოს გამოყენებაზე, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ევროპულ სტრუქტურებთან ურთიერთობები გადაიტვირთება მაშინ, როცა ევროკავშირი რეალობას თვალს გაუსწორებს.

„როდესაც ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი საუბრობს შუა დერეფანზე და ამბობს, რომ საქართველო არ მონაწილეობს, როდესაც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს იწვევენ მინისტერიალზე და საქართველო, თურმე, შავ ზღვას არ ესაზღვრება, ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს აბსურდია. როდესაც რეალობას თვალს გაუსწორებენ და მიხვდებიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ აგენტურას თავიდან ბოლომდე თავად ჩაუტარეს საარჩევნო კამპანია, აგზავნეს საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროპარლამენტარები, არაფერმა არ უშველათ. შესაბამისად, უნდა ჩამოყალიბდნენ, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება „ქართული ოცნების“ სახით, უნდა დასხდნენ და ჩვენ გველაპარაკონ.

შუა დერეფნის მნიშვნელობა არის გაასმაგებული, შესაბამისად, დრო არ ითმენს, მათ მოუწევთ ადრე თუ გვიან დასხდნენ ჩვენთან, გვესაუბრონ. ჩვენ ვთავაზობთ ყველა დონეზე, რომ ჩვენ მზად ვართ ეს უსამართლობა გადავფურცლოთ იმისათვის, რომ მათ სახე შეინარჩუნონ და არ ჩავყვეთ არგუმენტებით მსჯელობას, მაგალითად, რატომ ეძახდნენ გამჭვირვალობის კანონს „რუსულს“ და რატომ ამბობდნენ, რომ პარლამენტის დაწვა, თურმე, დემოკრატიული აქციაა“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როდესაც ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი საუბრობს შუა დერეფანზე და ამბობს, რომ საქართველო არ მონაწილეობს, როდესაც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს იწვევენ მინისტერიალზე და საქართველო, თურმე, შავ ზღვას არ ესაზღვრება, ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს აბსურდია. როდესაც რეალობას თვალს გაუსწორებენ და მიხვდებიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ აგენტურას თავიდან ბოლომდე თავად ჩაუტარეს საარჩევნო კამპანია, აგზავნეს საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროპარლამენტარები, არაფერმა არ უშველათ. შესაბამისად, უნდა ჩამოყალიბდნენ, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება „ქართული ოცნების“ სახით, უნდა დასხდნენ და ჩვენ გველაპარაკონ. შუა დერეფნის მნიშვნელობა არის გაასმაგებული, შესაბამისად, დრო არ ითმენს, მათ მოუწევთ ადრე თუ გვიან დასხდნენ ჩვენთან, გვესაუბრონ. ჩვენ ვთავაზობთ ყველა დონეზე, რომ ჩვენ მზად ვართ ეს უსამართლობა გადავფურცლოთ იმისათვის, რომ მათ სახე შეინარჩუნონ და არ ჩავყვეთ არგუმენტებით მსჯელობას, მაგალითად, რატომ ეძახდნენ გამჭვირვალობის კანონს „რუსულს“ და რატომ ამბობდნენ, რომ პარლამენტის დაწვა, თურმე, დემოკრატიული აქციაა“
ლევან მაჭავარიანი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მაჭავარიანი: ვერ მოითმენს EU დიდი ხანი და მოუწევთ ოცნებასთან ურთიერთობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები