თამარ იაკობიძე: გიორგი გახარიამ გადაამეტა სამსახურეობრივ უფლებამოსილებას. მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ კი, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია
პროკურორ თამარ იაკობიძის განცხადებით, გიორგი გახარიამ ჩორჩანაში საგუშაგოს თვითნებური აღმართვით სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

გიორგი გახარიამ გადაამეტა სამსახურეობრივ უფლებამოსილებას. მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ კი, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, - განუცხადა „იმედის კვირას“ პროკურორმა თამარ იაკობიძემ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვის საქმეზე საუბრისას.
პროკურორის თქმით, სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს აღმართვიდან მალევე, ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა დაიკავეს სიმაღლეები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
„მათი კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით 100 ჰექტარი ტყის მასივი, ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების წნელისას და ყობის მცხოვრებლების სახლები, და ადგილი ჰქონდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უკანონო აქტივობების უპრეცედენტო მასშტაბს, შეიარაღებული სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტების მიმართულებით, რამაც მხარეებს შორის სამხედრო ესკალაციის საფრთხე შექმნა.
იმ პირობებში, როდესაც გიორგი გახარიამ სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურთან და მთავრობის მეთაურთან შეუთანხმებლად, ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოს, რომლის მდივანიც იყო, იგნორირებითა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირების გარეშე განახორციელა საგუშაგოს აღმართვა, აღნიშნულით მან გადაამეტა სამსახურეობრივ უფლებამოსილებას. მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ კი, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია", - განაცხადა პროკურორმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„მათი კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით 100 ჰექტარი ტყის მასივი, ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების წნელისას და ყობის მცხოვრებლების სახლები, და ადგილი ჰქონდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უკანონო აქტივობების უპრეცედენტო მასშტაბს, შეიარაღებული სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტების მიმართულებით, რამაც მხარეებს შორის სამხედრო ესკალაციის საფრთხე შექმნა. იმ პირობებში, როდესაც გიორგი გახარიამ სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურთან და მთავრობის მეთაურთან შეუთანხმებლად, ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოს, რომლის მდივანიც იყო, იგნორირებითა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირების გარეშე განახორციელა საგუშაგოს აღმართვა, აღნიშნულით მან გადაამეტა სამსახურეობრივ უფლებამოსილებას. მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ კი, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…