ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ირაკლი ჭეიშვილი ნანა ყეინიშვილზე: სალომე ზურაბიშვილს არაერთი მსგავსი თანამდებობის პირი ჰყავს თავის დროზე წარდგენილი... დაველოდოთ გამოძიების დასკვნას

საქართველოს ეროვნული ბანკისაქართველოს პროკურატურა

საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა კომენტარი გააკეთა ნანა ყეინიშვილის შესაძლო უკანონო სამეწარმეო საქმიანობასა და პროკურატურის მიერ მიმდინარე გამოძიებაზე. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატების მხრიდან შესაძლო გადაცდომებზე მკაცრი რეაგირება იქნება.

ირაკლი ჭეიშვილი ნანა ყეინიშვილზე: სალომე ზურაბიშვილს არაერთი მსგავსი თანამდებობის პირი ჰყავს თავის დროზე წარდგენილი... დაველოდოთ გამოძიების დასკვნას
ირაკლი ჭეიშვილი ნანა ყეინიშვილზე: სალომე ზურაბიშვილს არაერთი მსგავსი თანამდებობის პირი ჰყავს თავის დროზე წარდგენილი... დაველოდოთ გამოძიების დასკვნასრუსთავი 2

ნანა ყეინიშვილის უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ინტერესი - როგორ ცდილობდა ზურაბიშვილის პროტეჟე ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას.

ეროვნული ბანკის საბჭოში ნანა ყეინიშვილის კანდიდატურა სწორედ სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა. ამის მიზეზად კი ეროვნულ ბანკში მანკიერი პროცესის ლუსტრაციის გამოვლენა დაასახელა.

მმართველ გუნდში ზურაბიშვილის მიერ შერჩეული კადრისგან არაფერი უკვირთ, რადგან ექსპრეზიდენტი მუდმივად არაკვალიფიციურ გადაწყვეტილებებს იღებდა.

"სალომე ზურაბიშვილს არაერთი მსგავსი თანამდებობის პირი ჰყავს თავის დროზე წარდგენილი და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, არ არსებობს რეგალია, არ არსებობს თანამდებობა, არ არსებობს მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირი, ვისაც ექნება გადაცდომა, აუცილებლად რეაგირება იქნება მკაცრი.

შესაბამისად, არც ახლა აყოვნებს პროკურატურა და შესაბამისად მიმდინარეობს გამოძიება. დაველოდოთ გამოძიების დასკვნას. ზურაბიშვილის ფაქტორი ზოგადად პრობლემაა საქართველოსთვის და იყო თავის დროზეც და არა მხოლოდ ახლა. აქედან გამომდინარე, ახლა ზურაბიშვილის პროტეჟე იქნება ზუსტად მსგავსი ადამიანი, ვინც მსგავსი საქმიანობით იქნება დაკავებული", - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჭეიშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სალომე ზურაბიშვილს არაერთი მსგავსი თანამდებობის პირი ჰყავს თავის დროზე წარდგენილი და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, არ არსებობს რეგალია, არ არსებობს თანამდებობა, არ არსებობს მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირი, ვისაც ექნება გადაცდომა, აუცილებლად რეაგირება იქნება მკაცრი. შესაბამისად, არც ახლა აყოვნებს პროკურატურა და შესაბამისად მიმდინარეობს გამოძიება. დაველოდოთ გამოძიების დასკვნას. ზურაბიშვილის ფაქტორი ზოგადად პრობლემაა საქართველოსთვის და იყო თავის დროზეც და არა მხოლოდ ახლა. აქედან გამომდინარე, ახლა ზურაბიშვილის პროტეჟე იქნება ზუსტად მსგავსი ადამიანი, ვინც მსგავსი საქმიანობით იქნება დაკავებული“
ირაკლი ჭეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.