საფრანგეთში მოსწავლეთა საპროტესტო აქციების ფონზე დაკავებულთა რაოდენობამ 6 800-ს გადააჭარბა - უმრავლესობა არასრულწლოვანია
საფრანგეთში მოსწავლეთა საპროტესტო აქციების ფონზე დაწყებული არეულობების დროს სამართალდამცველებმა 6 877 პირი დააკავეს, რომელთა 86% არასრულწლოვანია.

საფრანგეთში, მოსწავლეთა საპროტესტო მოძრაობის პარალელურად დაწყებული არეულობებისა და ძალადობის ფონზე, სამართალდამცველებმა დროებით პატიმრობაში 6 877 პირი მოათავსეს.
იუსტიციის სამინისტროს მიერ პარასკევს გავრცელებული ოფიციალური მონაცემების თანახმად, დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობა (86%) არასრულწლოვანია.
უწყების მონაცემებით, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 2 376 პირის მიმართ, საიდანაც 1 923 არასრულწლოვანია.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა 21 პირს.
არეულობებისა და ვანდალიზმის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანი რამდენიმე მილიონ ევროს შეადგენს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…