პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთში, სკოლის მოსწავლეების აქციებზე 5 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

საფრანგეთში უფროსკლასელთა მასობრივი პროტესტის დროს, რომელმაც 1 200-ზე მეტი სკოლა და ლიცეუმი მოიცვა, პოლიციამ 5 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა. მოსწავლეები კლასობრივ უთანასწორობას, განათლებაში არასაკმარის ინვესტიციებს, მოძველებულ ინფრასტრუქტურას და პერსონალის სიმცირეს აპროტესტებენ.

საფრანგეთში, სკოლის მოსწავლეების აქციებზე 5 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
რუსთავი 2

საფრანგეთში უფროსკლასელთა მასობრივი პროტესტის დროს, რომელმაც 1 200-ზე მეტი საშუალო სკოლა და ლიცეუმი მოიცვა, პოლიციამ 5 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ზოგიერთ შემთხვევაში ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

ზოგიერთმა მომიტინგემ სერიოზული დაზიანებები მიიღო, მათ შორის თვალის, ასევე თავის არეში მიღებული დარტყმები აღენიშნებათ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნეზმა სიტუაციას "ძალადობის მიუღებელი ატმოსფერო“ უწოდა და აქციის მონაწილეებს წესრიგისკენ მოუწოდა.

პროტესტი პარიზის გარეუბნებში დაიწყო, სადაც სიღარიბის მაღალი მაჩვენებელია, შემდეგ კი თავად პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში, მათ შორის მარსელში, სტრასბურგში, ტურსა და ლილში გავრცელდა.

სკოლის მოსწავლეები კლასობრივ უთანასწორობას და გარეუბნების განათლებაში არასაკმარის ინვესტიციებს აპროტესტებენ. საუბრობენ მოძველებული ინფრასტრუქტურის შეცვლის აუცილებლობაზე და აკადემიური პერსონალის სიმცირეზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოსაფრანგეთში უფროსკლასელთა საპროტესტო აქციებზე 5 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთში სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების პროტესტი გრძელდება. „იმედის კვირის“ რეპორტაჟიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები