ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საპროტესტო აქციებზე 7000-მდე მომიტინგე დააკავეს, რომელთა 86% არასრულწლოვანია

საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს ანგარიშის თანახმად, სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციების დროს 6 800-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, რომელთა 86% არასრულწლოვანია. მომიტინგეების ნაწილს ბრალი წაყენებული აქვს, ზოგიერთს კი პატიმრობა შეeფარდა. აღნიშნულ მოვლენებს გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი შეშფოთებით გამოეხმაურა.

საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საპროტესტო აქციებზე 7000-მდე მომიტინგე დააკავეს, რომელთა 86% არასრულწლოვანია
საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საპროტესტო აქციებზე 7000-მდე მომიტინგე დააკავეს, რომელთა 86% არასრულწლოვანიარუსთავი 2

საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სასამართლო ანგარიშის თანახმად, რომელიც საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ ძალადობას ეხება, სექტემბრის შუა რიცხვებში დაწყებული სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში 6 800-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს, რომელთა 86% არასრულწლოვანია.

ანგარიშის თანახმად, პოლიციის მიერ დაკავებული მოქალაქეებიდან 21 ადამიანს პატიმრობა აქვს შეფარდებული, ხოლო 2 376 ადამიანს ბრალი აქვს წაყენებული. მათგან 65% მოსამართლის წინაშე უკვე წარდგა.

სამინისტროს ცნობით, 21 პირიდან, რომლებსაც წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ - 15 ზრდასრული და 6 არასრულწლოვანია.

როგორც ფრანგული მედია წერს, საფრანგეთში მიმდინარე აქციებს გაერო გამოეხმაურა. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთის მიმდინარე აქციებს შეშფოთებულები აკვირდებიან.

"შეშფოთებით ვაკვირდებით საფრანგეთში სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციებთან და სკოლების ბლოკადასთან დაკავშირებულ ინციდენტებს, რომელთაგან ზოგიერთი ძალადობრივ სახეს იღებს", - განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის პრესსპიკერმა შაბია მანტუმ და მოუწოდა ყველა მხარეს, უზრუნველყონ პროტესტის მშვიდობიანი ხასიათი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შეშფოთებით ვაკვირდებით საფრანგეთში სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციებთან და სკოლების ბლოკადასთან დაკავშირებულ ინციდენტებს, რომელთაგან ზოგიერთი ძალადობრივ სახეს იღებს“
შაბია მანტუ
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

პირველი რეაქცია შენი იყოს