საფრანგეთში სკოლის მოსწავლეების და სტუდენტების საპროტესტო გამოსვლები გრძელდება - სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს
საფრანგეთში მოსწავლეებისა და სტუდენტების საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა. პროტესტის დაწყებიდან დაკავებულია 7000-მდე პირი, ხოლო დაშავებულთა შორის 800-ზე მეტი სამართალდამცველი და 200-ზე მეტი მოსწავლეა.

საფრანგეთში სკოლის მოსწავლეების და სტუდენტების საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. მიმდინარეობს პოლიციასთან შეტაკებები. პარიზში, ლიონში და ნანტში სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
საპროტესტო მოძრაობის დაწყებიდან დღემდე, დაშავებულია 200-ზე მეტი მოსწავლე, განათლების სფეროს 150-მდე თანამშრომელი და 800-ზე მეტი სამართალდამცველი. დაკავებულია 7 000-მდე პირი - მათი უმეტესობა არასრულწლოვანია.
პროტესტის მონაწილეები განათლების სისტემის დაფინანსების გაზრდას, ამორტიზებული სასწავლო შენობების განახლებას, პედაგოგების დეფიციტის მოგვარებას და უნივერსიტეტებში ჩარიცხვის პლატფორმის გაუქმებას ითხოვენ. ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდების პროტესტი უკვე მეოთხე კვირაა გრძელდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.