ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება - დაკავებულია 7 000-ზე მეტი პირი, მათ შორის არასრულწლოვნები

საფრანგეთში განათლების რეფორმის მოთხოვნით დაწყებულ აქციებზე 7 000-ზე მეტი პირი დააკავეს, რომელთა უმეტესობა არასრულწლოვანია, დაბლოკილია 1 000-მდე სასწავლებელი.

საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება - დაკავებულია 7 000-ზე მეტი პირი, მათ შორის არასრულწლოვნები
საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება - დაკავებულია 7 000-ზე მეტი პირი, მათ შორის არასრულწლოვნებირუსთავი 2

საფრანგეთში სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების პროტესტი გრძელდება - განათლების რეფორმის მოთხოვნით დაწყებულ აქციებზე, ქვეყნის მასშტაბით, 7 000-ზე მეტი დაკავებულია, მათი უდიდესი ნაწილი არასრულწლოვანია. სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს საფრანგეთის ქალაქებში 1 000-მდე საგანმანათლებლო დაწესებულება აქვთ ბლოკირებული.

აქციები ქვეყნის მასშტაბით, პოლიციასთან დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს, რის გამოც სამართალდამცავი ორგანო მზარდი კრიტიკის ქვეშ მოექცა.

მედიის ინფორმაციით, პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებით გამოწვეული დაზიანებების 28 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის, არის 14 წლის მოზარდი, რომელსაც ცრემლსადენი გაზის ყუმბარის მოხვედრის შედეგად ყბა მოტყდა, 15 წლის მოზარდი, რომელმაც ხელის მტევანი დაკარგა და 2 ადამიანი, რომელმაც თვალის დაზიანება მიიღო.

პროტესტი გრძელდება საფრანგეთის მეზობელ ბელგიაშიც, სადაც, ასევე, სამართალდამცველებთან შეტაკებები გრძელდება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?