პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი გახარიას საქმის პროკურორი ე.წ. ჩორჩანას საქმეზე - პროცესზე დაკითხული დაცვის მხარის ორი მოწმიდან ორივე აწვდის სასამართლოს გარკვეულ ინფორმაციას, თუმცა ვერ ასახელებს იმ პირს, ვისგანაც ეს ინფორმაცია გააჩნიათ

ე.წ. ჩორჩანას საქმის პროკურორ თამარ იაკობიძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პროცესზე დაცვის მხარის ორმა მოწმემ ირიბი ჩვენება მისცა და ვერ დაასახელა პირი, ვისგანაც ინფორმაცია მიიღო.

გიორგი გახარიას საქმის პროკურორი ე.წ. ჩორჩანას საქმეზე - პროცესზე დაკითხული დაცვის მხარის ორი მოწმიდან ორივე აწვდის სასამართლოს გარკვეულ ინფორმაციას, თუმცა ვერ ასახელებს იმ პირს, ვისგანაც ეს ინფორმაცია გააჩნიათ
ინტერპრესნიუსი

ირიბი მოწმის ჩვენება გასაზიარებელია სასამართლოსთვის იმ შემთხვევაში, თუ მოწმე ასახელებს იმ პირს, ვისგანაც მიიღო აღნიშნული ინფორმაცია - მოცემულ შემთხვევაში, პროცესზე დაკითხული ორი მოწმიდან ორივე აწვდის სასამართლოს გარკვეულ ინფორმაციას, თუმცა ვერ ასახელებს იმ პირს, ვისგანაც ეს ინფორმაცია გააჩნიათ,- ამის შესახებ ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდებულ, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დაცვის მხარის მოწმეების საპასუხოდ, ბრალდების მხარემ რამდენიმე ათეული მოწმე გამოკითხა, რომლებიც წარმოადგენენ სოფელ ჩორჩანასა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს და მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოიკითხა ორი მოწმე, რომელთაც სასამართლოს მისცეს ირიბი მტკიცებულება, ირიბი ინფორმაციის მატარებელი მოწმეები გამოიკითხნენ.

ირიბი მოწმის ჩვენება გასაზიარებელია სასამართლოსთვის იმ შემთხვევაში, თუ მოწმე ასახელებს იმ პირს, ვისგანაც მიიღო აღნიშნული ინფორმაცია. მოცემულ შემთხვევაში, პროცესზე დაკითხული ორი მოწმიდან ორივე აწვდის სასამართლოს გარკვეულ ინფორმაციას, თუმცა ვერ ადასტურებს იმ პირს, ვისგანაც ეს ინფორმაცია გააჩნიათ.

მოწმეების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საპასუხოდ, ბრალდების მხარეს დაკითხული ჰყავს რამდენიმე ათეული მოწმე, რომლებიც წარმოადგენენ სოფელ ჩორჩანასა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს. 2019 წლის 18 აგვისტომდე და აგვისტოს შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე მათ სასამართლოს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია“, - განაცხადა თამარ იაკობიძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოპროკურორი ე.წ. ჩორჩანას საქმეზე გიორგი გახარიას პროცესზე დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვის შემდეგ: პროცესზე გამოკითხული ორი მოწმიდან, ორივე აწვდის სასამართლოს გარკვეულ ინფორმაციას თუმცა ვერ ადასტურებს ვისგანაც ეს ინფორმაცია გააჩნიათ
  2. რუსთავი 2სამთავრობობრალდების მხარეს დაკითხული ჰყავს რამდენიმე ათეული მოწმე, რომლებიც წარმოადგენდნენ სოფელ ჩორჩანას და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებს - პროკურორი გიორგი გახარიას საქმეზე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სასამართლოში ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე, გიორგი გახარიას საქმესთან დაკავშირებული პროცესი მიმდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები